მთავარისაერთაშორისო

თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ნახჭევანში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ

აზერბაიჯანისა და თურქეთის შეიარაღებული ძალები ნახჭევანში  ატარებენ ერთობლივ ფართომასშტაბიან  ტაქტიკურ და საფრენოსნო- ტაქტიკურ წვრთნებს. ამის შესახებ იტყობინება TASS- ი, ეყრდნობა რა  აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობას.

“სავარჯიშო სცენარის თანახმად, ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების და თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, ყოვლისმომცველი არმიის ცალკეული ქვედანაყოფები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იქნა მოყვანილი და განგაშის რეჟიმში გამოყვანილნი იქნენ სამხედრო მეცადინეობების ჩასატარებელ ველზე“,  – ნათქვამია აზებაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ვარჯიშების  დროს, რომელშიც მონაწილეობდნენ საბრძოლო თვითმფრინავები, სამხედრო სატრანსპორტო და დამრტყმელი  ვერტმფრენები, განხორციელდა სასწავლო ფრენები უმაღლესი საფრენოსნო  ელემენტებით. სამხედრო წვრთნებში  მონაწილე ჯარების რაოდენობა არ არის ცნობილი.

ნახეთ მეტი
Back to top button