მთავარისაზოგადოება

როგორ ჩაიარა ღამემ ტავუშის საზღვარზე? ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა მიაწოდა

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ 2-3 აგვისტოს ღამით, და დღეს, სომეხ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე შენარჩუნდა შედარებითი სიმშვიდე. ინფორმაცია ფეისბუქის გვერდზე განათავსა სრ თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა შუშან სტეფანიანმა.

სრ თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა დაწერა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ცეცხლსასროლი იარაღით 8-ჯერ დაარღვია ცეცხლი, განახორციელა დაახლოებით 95 დარტყმა სომხეთის პოზიციების მიმართულებით.

დარღვევები 2-ჯერ განხორციელდა კოთის მიმართულებით მდებარე სამხედრო პოზიციების ნაწილში, 6 ჯერ კი ზანგაკატანის მიმართულებით მდებარე სამხედრო პოზიციების ნაწილში.

”რაც შეეხება საჰაერო ვითარებას, მიმოქცევაში არსებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს”, – წერს სტეფანიანი.

შეგახსენებთ, რომ 12 ივლისიდან, ვითარება გაუარესდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ტავუშის მონაკვეთზე. 12 ივლისს, ღამის 12:30 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა უაზ- ის მარკის ავტომანქანით სცადეს გადაელახათ სრ სახელმწიფო საზღვარი ტავუშის მიმართულებით. სომხური მხარის გაფრთხილების შემდეგ, აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მანქანა დატოვეს და პოზიციებზე დაბრუნდნენ.

ამის შემდეგ, მტერმა რეგულარულად განაახლა სროლა როგორც სომხური პოზიციების, ისე დასახლებების მიმართულებით.

ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანს 13 მსხვერპლი ჰყავს, დაჭრილების შესახებ არაფერია ნათქვამი, ხოლო სომხურ მხარეს აქვს 5 მსხვერპლი, 36 დაშავებული (ერთი მშვიდობიანი მოსახლეობისგან).

ნახეთ მეტი
Back to top button