მთავარიპოლიტიკა

ჩვენ მთიანი ყარაბაღის საზღვრები ჩვენი სისხლით შემოვხაზეთ და თუ ოდესმე ეს საზღვრები შეიცვლება, მხოლოს იმისთვის, რომ გაფართოვდეს: მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის პასუხი ალიევს

არსებულ ვითარებაში, პოლიტიკური და შანტაჟის ენით მთიანი ყარაბაღის   ხალხისადმი მიმართვა  გამოიწვევს შეუქცევად პროცესებს. ასეთი მოსაზრება გამოთქვა  მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტმა არაიკ  ჰარუთუნიანმა მარტუნის თემების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს, სადაც იგი  შეეხო   აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალის არცახთან დაკავშირებულ განცხადებებს.
ალიევმა   განაცხადა,  რომ  შეუძლებელია მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკასთან მოლაპარაკების გამართვა, რადგანაც  როგორც ასეთი –  „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა“ არ არსებობს.  მისი თქმით, თუ სომხეთს გამბედაობა აქვს, მივიდეს და  თვითონ აღიაროს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა.
”მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმია, რომელიც სარგებლობს მის  ზურგში მყოფი სომეხი ხალხის უპირობო მხარდაჭერით,  მზადაა არა მხოლოდ დაიცვას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, ღირსეული პასუხი მიაგოს მტერს. უფრო მეტიც, ჩვენ მზად ვართ დავიბრუნოთ აზერბაიჯანის მიერ   ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები“,- აღნიშნა არაიკ ჰარუთიუნიანმა.
მისივე თქმით, შესაძლებელი იყო არ გამოვხმაურებოდით ალიევის განცხადებას, მაგრამ  ჩვენ  კიდევ ერთხელ  უნდა დავადასტუროთ რას ვფიქრობთ, რისთვის ვცხოვრობთ და რისთვის ვბრძოლობთ.
როგორც  ჰარუთიუნიანმა თქვა,  1988 წელს დაწყებული სომხური მხარის ნაბიჯების ეჭვქვეშდაყენება არ შეიძლება. ჩვენ მთიანი  ყარაბაღის საზღვრები ჩვენი სისხლით შემოვხაზეთ და თუ ოდესმე ეს საზღვრები ცვლილებას განიცდის, მხოლოს იმისთვის, რომ გაფართოვდეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს სატელეფონო საუბარი ჰქონდათ. ალიევმა მაღალ დონეზე შეაფასა  თურქეთის მხარდაჭერა სომხეთის საკითხთან დაკავშირებით.

ნახეთ მეტი
Back to top button