პოლიტიკა

არმიის თამაშების შეჯიბრი “მშვიდობის მებრძოლი” სომხეთში გაიმართება

,,რაზმ.ინფო“ წერს, რომ “საერთაშორისო არმიის თამაშები -2020” -ის ფარგლებში კონკურსი “მშვიდობის მებრძოლი”  გაიმართება სომხეთში. სულ 30 თამაშიდან 24 ტარდება რუსეთში, 2 -2 თამაში ბელორუსში და უზბეკეთში, 1 კი – სომხეთსა და აზერბაიჯანში. არმიის თამაშები 23 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

ამის შესახებ განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების მთავარი განყოფილების უფროსმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ივან ბავალსმა, იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაზეთი “კრასნაია ზვეზდა”.

წლევანდელი არმიის თამაშები 11 ქვეყანაში იყო დაგეგმილი, მაგრამ ახალი კოროვირუსული ეპიდემიის გამო, 6 ქვეყანამ – მონღოლეთმა, ჩინეთმა, შრი-ლანკამ, ირანმა, ინდოეთმა და ყაზახეთმა – უარი თქვა თამაშების მასპინძლობაზე.

ოფიციალურმა პირმა ასევ აცნობა, რომ სირიის ომის გამოცდილების გათვალისწინებით, შეჯიბრის პირობები უფრო გართულდა. მაგალითად, “სატანკო ბიატლონის” შეჯიბრში, სამიზნეების რაოდენობა და მათი შეტევის ვარიანტები გაიზრდება, ხოლო “სუფთა ცის” შეჯიბრის მონაწილეები ასევე დარტყმას განახორციელებენ უპილოტო მფრინავ აოპარატებზე.

უნდა აღინიშნოს, რომ კონკურსი “მშვიდობის მებრძოლი” 2019 წელს ასევე ჩატარდა სომხეთში; გასულ წელს სომხეთის ნაკრებმა მოიგო ბრძოლა ირანთან, რუსეთთან, საბერძნეთთან, ყაზახეთთან და ბელორუსთან.

“ზღვის თასის” კონკურსი გაიმართება აზერბაიჯანში.

ნახეთ მეტი
Back to top button