მთავარიპოლიტიკა

ხმა აზერბაიჯანიდან

ის, რაც ხდება აზერბაიჯანში, არის რთული შემეცნებითი დისონანსი ხელისუფლების სამხედრო ყოყოჩობასა  და ომის მწვავე რეალობას შორის, – წერს Telegram -არხზე წიგნის  “ნარკვევები ყარაბაღის ომზე” ავტორი, აზერბაიჯანელი მამედ ელიმამედოვი

აზერბაიჯანის მთავრობა წლების განმავლობაში უმტკიცებდა საკუთარ ხალხს,  რომ სომხეთი დაშლის პირას არის, რომ მას არ ჰყავს ჯარი,  ომი იმიტომ არ იწყება, რომ აზერბაიჯანი კიდევ ერთხელ აძლევს სამშვიდობო მოლაპარაკებების შანსს. უყვებოდნენ დაუძლეველი აზერბაიჯანის შესახებ,  შუშაში ჩაის შესახებ და როგორ მიიღებს ზაქირ ჰასანოვი ერევანში დავით ტონოიანის კაპიტულაციას.

ახლა კი ადამიანები გაგებაში არ არიან, თუ რა ხდება.

როგორ  მოხდა, რომ ღარიბმა სომხეთმა, რომელსაც,  არ ჰყავს  ბრძოლისუნარიანი ჯარი  და   პრაქტიკულად იარაღის გარეშეა – მოგვაყენა ასეთი მტკივნეული დარტყმა.

მართლაც,  ერთი თვეც არ იქნება გასული მას შემდეგ, რაც  თავდაცვის მინისტრმა ზ. ჰასანოვმა საჯაროდ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები რამდენიმე წუთში გაანადგურებენ სომხეთის თავდაცვას  და ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად მათ მხოლოდ რამდენიმე დღე სჭირდებათ.

ხელისუფლება თავად გახდა თავისი  სამხედრო ბაქი-ბუქის  მსხვერპლი, რომელიც მთელი ამ წლეების განმავლობაში არ წყდებოდა.  ხალხს გულწრფელად არ ესმის, როგორ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს მტკიცე პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რეგიონში ყველაზე ძლიერი არმია და მათი მოწინააღმდეგე იყოს  ღარიბი და სუსტი სომხეთი, მთავრობა კი უმოქმედოდ იდგეს.

აზერბაიჯანის ხელისუფლება  აღმოჩნდა მის მიერ  შექმნილ ილუზიასა და  ფრონტზე არსებულ  მწარე რეალობას შორის.

როგორც ანდაზა გვასწავლის  – ომში წასვლისას  არ იკვეხნიანო.  პატივი ეცით თქვენს მოწინააღმდეგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უბედურება არ აგცდებათ, – ასკვნის ავტორი.

ნახეთ მეტი
Back to top button