პოლიტიკა

თურქული საფრთხის საშიში თანამგზავრი ტავუშის შემდეგ

,,Lragir.am“ წერს, რომ სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ინფორმაცია, რომ თურქეთის ორმა მოიერიშემ გეზი აიღო ერევანის მიმართულებით და იმყოფებოდნენ სომხეთის დედაქალაქთან სარაკეტო დარტყმის მანძილზე. ინფორმაციის წყარო იყო პორტალი, რომლის ეგრეთ წოდებული ამბები გავრცელდა სხვადასხვა მედიის მიერ, მათ შორის რუსული.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ინფორმაცია.

ცნობილია, რომ აზერბაიჯანსა და ნახჭევანში მიმდინარეობს თურქეთ-აზერბაიჯანული სამხედრო წრთვნები, რომელშიც ასევე მონაწილეობს ავიაცია. სამხედრო წრთვნებმა სომხეთში გამოიწვია დიდი გასაგები ყურადღება, რასაც ასევე ხელი შეუწყო თურქეთის აგრესიულმა განცხადებებმა ტავუშის მოვლენებთან დაკავშირებით.

სომხეთში დაიწყეს ბევრი ლაპარაკი თურქეთის საფრთხის შესახებ, რაც ისევ გასაგებია. მაგრამ, მთელი საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ამ საუბრების უმეტესობა პანიკის გამოწვევის მცდელობის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომლის ავტორებსაც, როგორც ჩანს, სურთ ტავუშის სამხედრო ოპერაციის შედეგად ფსიქოლოგიური აღმაფრენის, თავდაჯერებულობის მდგომარეობაში მყოფი სომხეთის საზოგადოება, ასე ვთქვათ ,,მიწაზე დაუშვან“.

ის ფაქტი, რომ თურქეთი საფრთხეა და ძალიან სერიოზული, საერთოდ არ არის ახალი. ამ საფრთხეს ყოველდღიური სამხედრო-პოლიტიკური მუშაობის ხასიათის რეაგირების სერიოზული საჭიროება გააჩნია. ამასთან, სომხეთის საზოგადოებამ უნდა იცხოვროს  თურქეთის საფრთხისთვის მზადყოფნაში, მაგრამ არა თუ თურქული საფრთხისგან შეშინებულმა. ვინაიდან, ზოგადად, შიშის, პანიკის, შფოთვის მუდმივი საზოგადოებრივი განცდა შეიძლება დაიწყოს ერთი კონკრეტული წყაროდან, მაგრამ მისი შედეგი, ე.წ. “მეტასტაზური” გავრცელება, მოიცავს სომხეთის სასიცოცხლო საქმიანობას სრული გაგებით.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეუძლებელია, მაგალითად, გქონდეს თავდაჯერებული,  ნებისყოფის ძლიერი შეგრძნება აზერბაიჯანთან დაპირისპირებისას, თურქეთის საკითხში გქონდეს რა პანიკისა და შფოთვის,  სისუსტის შეგრძნება. ეს შეგრძნება დაიწყებს ზეგავლენას ყველა მიმართულებით, თუნდაც უბრალო განზრახვაზე, იცხოვრონ სომხეთში ან ინვესტიცია განახხორციელონ სომხეთში.

თუ ვის შეიძლება სჭირდებოდეს ამგვარი აზროვნება და განწყობა სომხეთში,  შეიძლება განვიხილოთ სხვადასხვა მიმართულებით. ერთი რამ ცხადია, რომ სომხეთს არ სჭირდება და არ შეიძლება სჭირდებოდეს სომხეთის ნამდვილ მოკავშირეებსაც. შესაბამისად, სომხეთი მზად უნდა იყოს თურქული საფრთხისთვის, მისი ნეიტრალიზაციისთვის და ყოველდღიური მუშაობის საშუალებით ჰქონდეს მოქმედებების სხვადასხვა სცენარი. ეს არის სომხეთის სახელმწიფო პოლიტიკის “ექზისტენციალური” პრობლემა და გასაკეთებელი, თუნდაც ისეთი მდგომარეობა რომ შეიქმნას, როდესაც შესაძლებელი იყოს პირდაპირი სომხურ-თურქული დიალოგი  ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. მაგრამ სომხეთმა თურქეთის შეკავების ეგზისტენციალური ყოველდღიური ტაქტიკური და სტრატეგიული აუცილებლობა და მასზე მიმართული სამხედრო-პოლიტიკური მუშაობა უნდა შეასრულოს პანიკის და საზოგადოებრივი შიშის გარეშე, რადგან აუცილებელი მუშაობისთვის ეს შეიძლება იყოს ფსიქოლოგიურად აბსოლუტურად ზედმეტი და თუნდაც საშიში თანამგზავრი, და ეს გარემოება ასევე შეიძლება სხვადასხვა დაინტერესებულმა მხარემ გამოიყენოს სომხეთის წინააღმდეგ.

ნახეთ მეტი
Back to top button