ეკონომიკა

სომხურმა კომპანიამ მიიღო ფილტვების ვენტილაციის ხელოვნური სისტემების წარმოების ლიცენზია

,,არმენპრესი” წერს, რომ სომხურმა კომპანიამ YEA Engineering მიიღო  COVID-19 მკურნალობის დროს გამოყენებული ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის VITAL სისტემის შემუშავების და წარმოების ლიცენზია. “არმენპრეს”-ის ცნობით, ამის შესახებ “ფეისბუქის” გვერდზე დაწერა სრ მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრმა, ჰაკობ არშაკიანმა.

სომხურმა საინჟინრო კომპანიამ YEA Engineering მიიღო  COVID-19 მკურნალობის დროს გამოყენებული ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის VITAL სისტემის შემუშავების და წარმოების ლიცენზია NASA- ს Jet Propulsion Laborator– ის მიერ. ”YEA Engineering მსოფლიოში ერთ – ერთი უნიკალური კომპანიაა, რომელსაც აქვს NASA JPL -ის ლიცენზია”, – წერს არშაკიანი.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სალიცენზიო კონკურსზე განაცხადი 42 ქვეყნის 330 კომპანიამ შეიტანა, რომელთაგან მხოლოდ 28-მა შეძლო ლიცენზიის მიღება.

ნახეთ მეტი
Back to top button