ანალიტიკამთავარი

ალიევის მტკივნეული წერტილი: ახალი სკანდალებისაკენ

როგორც lragir.am-ი წერს, აზერბაიჯანული პროპაგანდა ენთუზიაზმით ლაპარაკობს  ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის, MI-6-ის  ხელმძღვანელის პოსტზე რიჩარდ მურის დანიშვნის შესახებ. მიზეზი არის ის, რომ მური იყო ბრიტანეთის ელჩი თურქეთში 2014-17 წლებში. აზერბაიჯანული პროპაგანდის თანახმად, ის არის თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის მეგობარი, აქვს კარგი დამოკიდებულება თურქეთთან და ხელი შეუწყო თურქეთის როლის  კავკასიაში მნიშვნელოვანად წარმოჩენის საქმეს. აზერბაიჯანული პროპაგანდის თანახმად, მური ასევე იცნობს აზერბაიჯანის ელიტას.

ბაქოს ენთუზიაზმის მოტივი სრულიად გასაგებია. თითქმის  ორი ან სამი თვის წინ, ბრიტანეთის სამართალდამცავებმა დაიწყეს “აზერბაიჯანული სამრეცხაოს” კიდევ ერთი საქმის გამოძიება, რომელშიც, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ აზერბაიჯანული ელიტის ყველაზე მაღალი დონის წარმომადგენლები – ალიევები.  

ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი რეგულარულად ჩნდებიან სხვადასხვა ისეთ სკანდალებში,  რომლებიც ბრიტანულ ოფშორულ  ცნობილი სიუჟეტებში გვხვდება. 2017 წელს, ბრიტანულმა პრესამ ფართოდ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალიევებმა ყალბი ბრიტანული კომპანიების მეშვეობით „გაათეთრეს“ 3 მილიარდი ევრო. ალიევის სახელი ასევე აღინიშნებოდა პანამანელთა ცნობილ  ოფშორული სკანდალში, სადაც, სხვათა შორის, ასევე იყო ნახსენები სომხური სასამართლო აქტების სავალდებულო სააღსრულებო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის მიჰრან პოღოსიანის  სახელიც. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ მან უარყო ამ სკანდალში მისი მონაწილეობის შესახებ, პოღოსიანმა მაინც  დატოვა თანამდებობა, თითქოს არ სურდა ალიევთან იგივე სკანდალში ყოფნა.

ალიევი  ბრიტანული “წარმოშობის” სკანდალური ისტორიებსა  და გამოვლინებებს  აწერდა სომხური ლობის და ბრიტანეთის სპეცსამსახურების, სომხური ლობის და სოროსის თანამშრომლობას. იმ დროს, რა თქმა უნდა, ალიევი მარტო იყო სოროსთან ბრძოლაში, მას არ ჰყავდა სომეხი “მოკავშირეები”, რომლებიც დღესაც ებრძვიან “სოროსს” სომხეთში. ისინი იმ დროს სომხეთში იყვნენ ხელისუფლების სათავეში  და ასევე იღებდნენ გრანტებს სოროსიდან.

ალიევი, რომელიც რეგულარულად განიცდის ბრიტანულ „თავის ტკივილებს“, ბედნიერია, რომ ადამიანი, რომელიც ერდოღანისა და თურქეთის მეგობრად ითვლება, ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის უფროსად დაინიშნა. აშკარად ილჰამ ალიევი იმედოვნებს, რომ ამჯერად შესძლებს  „თავის ტკივილების“  თავიდან აცილებას.  ამ იმედებს პროპაგანდის სფეროში აქვს გასაგები მოტივი, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ეს მეტად  ესაჭიროება ახლა, მძიმე მარცხის შემდეგ. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში, ეს იმედი არც თუ ისე საიმედოა.

მიზეზები ძალიან მარტივია. უპირველეს ყოვლისა, დიდი ბრიტანეთი არის ქვეყანა, სადაც პირადი კავშირები დაქვემდებარებულია საზოგადოების ინტერესებს და არა პირიქით.  ამ ინტერესებიან გამომდინარე, რბილად რომ ვთქვათ, ჩნდება კითხვა, დააყენებს თუ არა დიდი ბრიტანეთი აზერბაიჯანის წარუმატებელ სახელმწიფოს ისე მაღლა, როგორც ამას აკეთებდა პოსტსაბჭოთა პერიოდის პირველ წლებში. ამავე დროს, საკითხავია გამოიყენებს თუ არა ერდოღანი თავის დასავლურ კავშირებს ალიევის დასახმარებლად, თუ პირიქით შეეცდება მის გამათრახებას.  თურქეთის პრეზიდენტს ახლა ისე, როგორც არასდროს,  სჭირდება გავლენა მოახდინოს აზერბაიჯანის მმართველ კლანებზე, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი  და ირანი უკვე უპირისპირდებიან ერთმანეთს ბაქოში მომავალი მმართველობის საკითხში და განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ არც ერთი  მათგანი მოკლებული არ არის დასავლურ კავშირებს.

ნახეთ მეტი
Back to top button