მთავარისაერთაშორისო

ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად 5 სომეხი დაიღუპა. დელია ფაფაზიანი ორი შვილის დედა იყო

ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა დელია ფაფაზიანი.  ინფორმაციას “არჩელკი” ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ის აფეთქების შედეგად დაღუპული მე -5 სომეხია.

”დელია პაპაზიანი, ორი შვილის დედა იყო , ოჯახთან ერთად ცხოვრობდა პორტთან ძალიან ახლოს მდებარე უბანში”, – წერს ვებ – გვერდი.

მანამდე ცნობილი გახდა პოლიტიკოსი ნაზარ ნაჯარიანის, ჯესიკა ბეჟიანის, ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს მედდისა  და კიდევ ერთი სომეხის –  ჟაკ ბარამაკიანის გარდაცვალების შესახებ, იტყობინება სომხური მედია.  დაზარალებულებში ერთი სომეხია – ალინა ზაბრი.

4 აგვისტოს ძლიერი აფეთქება მოხდა ბეირუთში პორტთან ახლოს. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაიღუპა 78 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვმა 4 ათასს მიაღწია. ლიბანის პრემიერ მინისტრმა ჰასან დიაბმა დაავალა, რომ გამოძიებული  იქნას აფეთქების მიზეზი და დამნაშავეები სამართალსი იქნენ მიცემული  48 საათის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ აფეთქების შემდეგ საავადმყოფოები სავსეა დაშავებულებით. დაზიანდა სომხური უბნები, მათ შორისაა წმინდა გეორგის სომხური ეკლესია. ასევე ცნობილია, რომ დაზიანდა ლიბანში სომხეთის საელჩოს შენობა. დღეს ბეირუთში გლოვა გამოცხადდა.

ნახეთ მეტი
Back to top button