ეკონომიკა

სამხედრო – სამრეწველო კომიტეტში განიხილეს უპილოტო მფრინავი აპარატების სრულყოფის პროგრამები

,,არმენპრესი“ წერს, რომ სრ მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის სამინისტროს სამხედრო ინდუსტრიის კომიტეტის თავმჯდომარემ, არტაკ დავთიანმა მიიღო სომხური უპილოტო მფრინავი აპარატების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელები. ამის შესახებ “არმენპრეს” – ს აცნობეს სრ მაღალტექნოლოგიური მრეწველობის სამინისტროდან.

შეხვედრაზე, სამხედრო ინდუსტრიის კომიტეტის ახლადდანიშნული თავმჯდომარე არტაკ დავთიანი გაეცნო უპილოტო მფრინავი აპარატების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს, მოისმინა მათი წინადადებები და წარმოადგინა მისი ხედვა სექტორის განვითარების შესახებ.

სომხური უპილოტო მფრინავი აპარატების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს მიმდინარე სამუშაოები, აღნიშნეს თავიანთი იდეები სადარგო მაჩვენებლების გაუმჯობესების მიმართულებით.

განიხილეს სომხეთის სამხედრო-ინდუსტრიული სფეროს მეცნიერულად განვითარების შესაძლებლობები, უპილოტო მფრინავი აპარატების  სრულყოფის მიმართულებით განსახორციელებელი მომავალი პროგრამები და პრიორიტეტები.

შეხვედრაზე ასევე შეჯამდა ივლისში სასაზღვრო შეტაკების დროს სომხური წარმოების უპილოტო მფრინავი აპარატების  გამოყენების გამოცდილება.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close