სამხრეთ კავკასიაში მდგომარეობა უფრო და უფრო ფეთქებადი ხდება – რუსი ექსპერტი

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მთავარმა მეცნიერ-მუშაკმა, კავკასიური კვლევების სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტმა ალექსანდრე კრილოვმა ყარაბაღის დარეგულირების პერსპექტივების შესახებ ,,ნოვოსტი-არმენია“ -თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სიტუაცია რეგიონში სულ უფრო და უფრო ფეთქებადია.
”შედარებითი სიმშვიდის პერიოდებში ნაკლებად ინტენსიური სროლა ძნელად შეიძლება ჩაითვალოს დაძაბულობის შემცირებად. ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთგაგების სრული არარსებობის გარდა, თურქეთის მზარდი სამხედრო ჩარევა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტში, უფრო და უფრო უარყოფით როლს თამაშობს რეგიონში”, – აღნიშნა მან.
ამის საფუძველზე ექსპერტმა აღნიშნა, რომ რუსული დიპლომატიის და ეუთოს მინსკის ჯგუფის მთავარი ამოცანაა სამხედრო დაპირისპირების დონის შემცირებით და საზღვრის მთელი ხაზის გასწვრივ გარანტირებული ცეცხლის შეწყვეტით რეგიონში ახალი ომის საფრთხის განეიტრალება.
”მისი უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ სათანადო ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი სადამკვირვებლო სისტემით და საერთაშორისო სამხედრო დამკვირვებლების მუდმივი ყოფნით. მხოლოდ საიმედოდ გარანტირებული ცეცხლის შეწყვეტა შეამცირებს სამხედრო დაძაბულობის დონეს, შექმნის პირობებს სიტუაციის სტაბილიზაციისა და სამშვიდობო პროცესის რეალური წინსვლისათვის”,-აღნიშნა კრილოვმა.