ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული არც ერთი სომეხი არ დარჩება უსახლკაროდ. დეტალები დიდი კილიკიის საკათოლიკოსოდან

,,არმენპრესი“ წერს, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში აფეთქების შედეგების აღმოფხვრის მიზნით, ლიბანის სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მთავარეპისკოპოს შაქე ფანოსიანის ხელმძღვანელობით შეიქმნება კომისია, რომელშიც ჩაერთვებიან ადგილობრივი სომხური სტრუქტურები. ,,არმენპრეს“-თან საუბრისას ამის შესახებ განაცახდა კილიკიის კათოლიკოსის კათოლიკოსატის ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა, მამა ჰოვაკიმ პანჯარჯიანმა. ბეირუთში მომხდარი აფეთქების შემდეგ უამრავი დამხმარე ზარი მოვიდა სომხეთიდან, არცახიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
”დიდი კილიკიის კათოლიკოსმა არამ პირველმა მოუწოდა ეროვნული მხარდაჭერა. სპეციალური ანგარიში გაიხსნა ლიბანის სომეხთა დასახმარებლად. ყველას, ვისაც სურს მხარდაჭერა, შეუძლიათ თანხის გადარიცხვა”,- აღნიშნა მამა ჰოვაკიმ პანჯარჯიანმა.
ძნელი სათქმელია, კონკრეტულად რა ესაჭიროება ლიბანელ-სომხებს ამ მომენტში, რადგან ისინი თავიანთი საჭიროებების შეფასების პროცესში არიან. ყოველ შემთხვევაში, აქამდე არსებული მონაცემების თანახმად, სახსრებია საჭირო შენობების, სახლებისა და ნაგებობების აღსადგენად. მეორეს მხრივ, მთელს ლიბანს სჭირდება მედიკამენტები და სამედიცინო საშუალებები. მან აცნობა, რომ ამ საკითხში მეგობრული ქვეყნები უკვე დახმარებას უწევენ ლიბანს.
”ვფიქრობ, რომ ფოტოებიდან, ვიდეოებიდან ჩანს, თუ რა ნანგრევებია. ბევრი სახლი დაინგრა. ძალიან ბევრი ზიანი მიაყენა ჩვენს სომხურ ოლქებს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ შენობების სრული ჩამონგრევა არ გვაქვს. ”იმ ოჯახებს, რომელთა სახლებიც ისეთ მდგომარეობაშია, რომ შეუძლებელია ამ მომენტში იქ ცხოვრება. ადგილობრივმა სტრუქტურებმა მათ დროებითი თავშესაფრები მისცეს”, – თქვა მამა ჰოვაკიმ პანჯარჯიანმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა სომხური სტრუქტურა საქმეში ჩაება და არც ერთი სომეხი არ დარჩება უსახლკაროდ.
მამა ჰოვაკიმს გაუჭირდა იმაზე პასუხის გაცემა, თუ რამდენი ასეთი ოჯახია. მან აცნობა, რომ საცხოვრებელი სახლებისა და მაღაზიების გარდა, დაზიანდა ლიბანში მოქმედი სამი სომხური პოლიტიკური პარტიის შენობა. ანთილიასის მონასტერმაც, კილიკიის მუზეუმმა, სხვადასხვა განყოფილებებმა და ოფისებმაც განიცადეს დაზიანება.
ამ დღეებში არის ინფორმაცია, რომ ლიბანში სომეხთა შორის სომხეთში გადმოსახლების სურვილი არსებობს. რა განწყობა აქვს ამ მიმართულებით? კითხვაზე, მამა ჰოკაკიმ პანჯარჯიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას ასეთი განცხადებები არ მოუსმენია.
”თქვენ იცით, რომ ლიბანს მრავალი სირთულე შეექმნა მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში. ასეთ სიტუაციებში ცხადია, რომ ასეთი მოსაზრება შეიძლება არსებობდეს. მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე, ეს შეხედულებები ჰიპოთეზის ფარგლებში დარჩება. ”ჩვენ უნდა განვაცხადოთ ჩვენი თანადგომა და მხარი დავუჭიროთ”, – აღნიშნა მან.
ინფორმაცია, რომელიც ლიბანელ სომეხთა სპეციალურ ანგარიშთანაა დაკავშირებული: Beneficiary: ARMENIAN CATHOLICOSATE OF CILICIA, Bank: Banque pictet & Cie SA, Route des Acacias 60, CH-1211 Geneva 73, Account: M-502039, IBAN: CH61 08755 0502 0390 0300, SWIFT Code: PICTCHGG:
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში 4 აგვისტოს ძლიერი აფეთქება მოხდა. თვითმხილველებმა გადაიღეს და წარმოადგინეს ის ნგრევა, რომლებიც მოხდა ამ მხარეში. ვიდეოში გადაღებული იყო დარტყმის ტალღა, რამაც რამდენიმე კილომეტრის დაშორებით დააზიანა შენობები. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ ყველა საავადმყოფოს დაავალა, რომ მომზადებულიყვნენ დაჭრილების მისაღებად, ხოლო ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ტელევიზიით თქვა, რომ დაშავებულთა რაოდენობა ძალიან დიდია. ლიბანის პრეზიდენტმა მოიწვია უშიშროების საბჭოს სპეციალური სხდომა. 5 აგვისტო გამოცხადდა ქვეყანაში გლოვის დღედ. ბოლო მონაცემებით, დაზარალებულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა, დაშავდა 4000-ზე მეტი ადამიანი. აფეთქების შედეგად დაღუპულთა შორის 11 სომეხია.
პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა მანე გევორგიანმა თქვა, რომ სომხეთის მთავრობა, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიასპორის საქმეთა უმაღლესი კომისრის ოფისის მეშვეობით, მუდმივ კავშირშია ლიბანის მთავრობასა და სათემო სტრუქტურების ხელმძღვანელობასთან, ჩვენი ქვეყნიდან მოძმე ლიბანისათვის დახმარების აღმოჩენის მიზნით. ”დისკუსიების შედეგად, დაზუსტდა საჭიროებების ძირითადი მიმართულებები, რომლის ფარგლებში სომხეთის მთავრობა მიზნობრივ დახმარებას გაუწევს ბეირუთს, როგორც სამთავრობო, ასევე საზოგადოების დონეზე. დახმარება იქნება მედიკამენტების, სამედიცინო აღჭურვილობის, საკვებისა და სხვა მასალების სახით.
ანა გზირიანი