მთავარისაზოგადოება

ლიბანელ სომეხთა დასახმარებლად სრულიად სომხურ ფონდ ,,ჰაიასტან“- ში ანგარიში გაიხსნა

,,არმენპრესი“ წერს, რომ ლიბანელი სომეხებისათვის გადაუდებელი დახმარების გასაწევად სრულიად სომხურ ფონდ ,,ჰაიასტან“- ში სპეციალური ანგარიში გაიხსნა. ამის შესახებ “არმენპრეს”-მა შეიტყო სრულიად სომხურ ფონდ ,,ჰაიასტან“-ის ვებ-გვერდიდან.

ამის შესახებ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც მთავრობის სხდომაზე. “ყველას, ვისაც სურს ინდივიდუალური შემოწირულობის გაკეთება ლიბანელი ხალხისთვის, მინდა გაცნობოთ, რომ სრულიად სომხურ ფონდ ,,ჰაიასტან“-ის მხრივ ფულადი გზავნილებისთვის ცენტრალურ ბანკში გაიხსნა სპეციალური ანგარიში და ონლაინ შემოწირულობების პლატფორმა ფონდის ვებგვერდზე”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში 4 აგვისტოს ძლიერი აფეთქება მოხდა. თვითმხილველებმა გადაიღეს და წარმოადგინეს ის ნგრევა, რომლებიც მოხდა ამ მხარეში. ვიდეოში გადაღებული იყო დარტყმის ტალღა, რამაც რამდენიმე კილომეტრის დაშორებით დააზიანა შენობები. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ ყველა საავადმყოფოს დაავალა, რომ მომზადებულიყვნენ დაჭრილების მისაღებად, ხოლო ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ტელევიზიით თქვა, რომ დაშავებულთა რაოდენობა ძალიან დიდია. ლიბანის პრეზიდენტმა მოიწვია უშიშროების საბჭოს სპეციალური სხდომა. 5 აგვისტო გამოცხადდა ქვეყანაში გლოვის დღედ. ბოლო მონაცემებით, დაზარალებულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა, დაშავდა 4000-ზე მეტი ადამიანი. აფეთქების შედეგად დაღუპულთა შორის 11 სომეხია.

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა მანე გევორგიანმა თქვა, რომ სომხეთის მთავრობა, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიასპორის საქმეთა უმაღლესი კომისრის ოფისის მეშვეობით, მუდმივ კავშირშია ლიბანის მთავრობასა და სათემო სტრუქტურების ხელმძღვანელობასთან, ჩვენი ქვეყნიდან მოძმე ლიბანისათვის დახმარების აღმოჩენის მიზნით. ”დისკუსიების შედეგად, დაზუსტდა საჭიროებების ძირითადი მიმართულებები, რომლის ფარგლებში სომხეთის მთავრობა მიზნობრივ დახმარებას გაუწევს ბეირუთს, როგორც სამთავრობო, ასევე საზოგადოების დონეზე. დახმარება იქნება მედიკამენტების, სამედიცინო აღჭურვილობის, საკვებისა და სხვა მასალების სახით. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის დახმარება სპეციალური რეისის საშუალებით შეძლებისდაგვარად სწრაფად ჩავა ლიბანში.

ნორაირ შოღიკიანი

ნახეთ მეტი
Back to top button
Close