მთავარისაზოგადოება

ლიბანელ სომხებს სჯერავთ, რომ მიიღებენ პანსომხურ მხარდაჭერას: დაშნაკთა პარტიის ლიბანის ცენტრალური კომიტეტის წევრი

ბეირუთის პორტში მდებარე აფეთქებამ  ყველაზე მეტი ზიანი მიაყენა სომხებით დასახლებულ რაიონს  ბურჯ ჰამუდს და ბეირუთის  სხვა უბნებსაც. ამის შესახებ Tert.am– ს განუცხადა  პარტია „დაშნაკცუთიუნის“ ლიბანის ცენტრალური კომიტეტის წევრმა  ჰაკობ ჰავათიანმა.

მან აღნიშნა, რომ ფიზიკურად დაზიანებულთა და დაღუპულთა ზუსტი რიცხვი ჯერ-ჯერობით უცნობია,  რადგან სამძებრო  და მკურნალობის  სამუშაოები ისევ გრძელდება. „დიდი ზარალი განიცადა საეკლესიო, ეროვნულმა, პარტიულმა, საველმოქმედო, სამოკავშირეო და საგანმანათლებლო დაწესებულებებმა.   დაზიანებულია ბურჯ ჰამუდის რაიონის მაცხოვრებლების ყველა სახლი, რა თქმა უნდა, ზიანის ოდენობა განსხვავებულია, არის, რომ უბრალოდ გატეხილია ფანჯრები,  მცხოვრებლები დაზიანდნენ მინის ნატეხებით,  რა თქმა უნდა, ასევე არიან სერიოზული დაზიანებებისა და მოტეხილობების მქონენიც“. – თქვა მან.

ჰაკობ ჰავათიანის თქმით, ამ მომენტში, ბურჯ ჰამუდის მუნიციპალიტეტმა,  სომხურმა კლუბებმა უკვე დაიწყეს გზების გაწმენდა, რათა მოძრაობა მოწესრიგდეს. მან აღნიშნა, რომ შენობების შესასვლელები  იწმინდება, ყველა მუშაობს.

”ჩვენ გვაქვს გამოცდილება, ჩვენ დავძლიებთ ამ კატასტროფას კოლექტიური ძალისხმევით. გასულ  ღამეს საზღვარგარეთის სხვადასხვა თემებიდან დახმარების გამოძახილი მივიღეთ. მისი უწმინდესობა კათოლიკოსი   არამ  I პირადად მივიდა ბურჯ ჰამუდში, ადგილზე გაეცნო  ზარალს და იმედი დამოთქვა, რომ ერთიანი ძალით შევძლებთ დანაკლისის ანაზღაურებას.

ჰავათიანის თქმით, მატერიალური ზიანი უპრეცედენტოა. ”ეს არის ყველაზე დიდი შოკი, რაც საზოგადოებამ მიიღო ბოლო 40 წლის განმავლობაში. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლიბანი ამჟამად განიცდის როგორც ეკონომიკურ კრიზისს, ასევე ეპიდემიურ მდგომარეობას. ამან გაამძაფრა სიტუაცია.” – თქვა ჰავათიანმა.

რაც შეეხება ჰიპოთეზას, რომ ბეირუთის საპორტო არეალში ძლიერი აფეთქებები გამოწვეული იყო საწყობში შენახული ამონიუმის ნიტრატით, ჰავათიანმა თქვა, რომ რამდენიმე ასეთი გამოკვლევა მიმდინარეობს, მაგრამ სასამართლო სისტემა ცდილობს ძირითადი მიზეზების გარკვევას. მან დასძინა, რომ ჯერჯერობით ანალიზს არ აქვს არანაირი პროფესიული საფუძველი, უნდა დასრულდეს მთელი პროფესიული სამუშაოები და დაველოდოთ  ოფიციალურ დასკვნას.

კითხვაზე, არის თუ არა  უსახლკაროდ დარჩენილი სომხები, მან უპასუხა. “ჩვენ არც ერთი სომეხი არ გვყავს უსახლკაროდ. რადგან ბინები, რომლებმაც დიდი ზიანი განიცადეს, ჩვენი  კლუბის წევრების მიერ გაწმენდილი და აღდგენილი იქნა. საღამომდე ყველას შეეძლება საკუთარ სახლში გათევა“.

რაც შეეხება სომხეთის მხრიდან  მხარდაჭერას  ჰავათიანმა განაცხადა, რომ  ”შემოთავაზებული იქნა დახმარება არა მარტო სომხეთიდან, არამედ არცახიდანაც. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ბურჯ ჰამუდი, როგორც დიასპორის დასაყრდენი, მალე მიიღებს მთელ პან-სომხურ მხარდაჭერას“ .

არსებულ ვითარებაში, შესაძლებელია თუ არა, რომ სომხურ საზოგადოებამ მოისურვოს სომხეთში ჩამოსვლა, ჰავათიანმა ამ კითხვას ასე უპასუხა:  ”სომხეთი სომეხთა სახლია, უამრავი სომეხი უკვე დასახლდა იქ, არსებობს რეპატრიაციის თემა, მაგრამ ეს შემთხვევა არ არის ისეთი, რომ პანიკაში ჩვვარდეთ.  ჩვენ იმედი გვაქვს,რომ გადავლახავთ ამ კრიზისს. რას შეეხება მათ, ვისაც ადრე სურდა სამშობლოში დაბრუნება, დაბრუნდებიან. მაგრამ ერთობლივ ანგარიშში სომხეთში საცხოვრებლად გადასვლის მასობრივი განწყობა არ არის“.

ნახეთ მეტი
Back to top button