მთავარისაზოგადოება

სომხეთი მედიკამენტებს, სამედიცინო აღჭურვილობას და საკვებს სპეციალური რეისით მიაწვდის ლიბანს

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორული საქმეთა უმაღლესი კომისრის ოფისის მეშვეობით, მუდმივ კავშირშია ლიბანის მთავრობის სათემო სტრუქტურების ხელმძღვანელებთან, რათა დაეხმაროს ლიბანს. ეს სიახლე  ფეისბუქზე გამოაქვეყნა პრემიერ-მინისტრის სპიკერმა მანე გრიგორიანმა.

„განხილვების  შედეგად დაზუსტდა საჭიროებების ძირითადი მიმართულებები, რომელთა ფარგლებში სომხეთის მთავრობა მიზნობრივ დახმარებას გაუწევს ბეირუთს, როგორც სამთავრობო, ისე საზოგადოებრივ  დონეზე. დახმარება იქნება მედიკამენტების, სამედიცინო აღჭურვილობის, საკვებისა და სხვა მასალების სახით,” – თქვა მან.

გრიგორიანი ასევე აღნიშნავს, რომ სომხეთის მთავრობის სპეციალური რეისის  საშუალებით მალე იქნება ბეირუთში.

ნახეთ მეტი
Back to top button