სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა 233-ით დ გახდა 39.819
,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო ერთი დღის განმავლობაში 233-ით გაიზარდა და გახდა 39.819. ინფორმაციას გვაწვდის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნული ცენტრი.
ცენტრის ცნობით, ამჟამად მკურნალობს ფაქტობრივად 7.263 ადამიანი, ჩატარებულია 171,600 ტესტირება, ინფიცირებულთაგან 31.556 გამოჯანმრთელდა. დაფიქსირდა 772 (+2) გარდაცვალება. კორონავირუსული ინფექციით დაავადებული, მაგრამ სხვა დაავადებებით დაღუპულთა რიცხვი არ გაზრდილა (228).
5 აგვისტოს მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 39,586 იყო.
შეგახსენებთ, რომ 16 მარტიდან სომხეთში საგანგებო მდგომარეობა დაწესდა, რომელიც უკვე რამდენჯერმე გახანგრძლივდა. გახანგრძლივებული საგანგებო მდგომარეობის პირობები შეიცვალა. დაშვებულია მრავალი ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ დადგენილია სავალდებულო მოთხოვნები.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი სომხეთში 18 მაისიდან ფუნქციონირებს, მაგრამ მგზავრებს და მძღოლს უნდა ეცვათ დამცავი ნიღბები და ხელთათმანები.
ასევე სავალდებულოა ნიღბის ტარება საზოგადოებრივ ღია ადგილებში. მხოლოდ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, ველოსიპედისტებს, მოვარჯიშებს, ქრონიკული რესპირატორული დაავადებებით დაავადებულ ადამიანებს და გულის უკმარისობას (ამ უკანასკნელს უნდა ჰქონდეს სამედიცინო სერთიფიკატი, რომელიც დაადასტურებს დაავადების ფაქტს), შეუძლიათ არ ატარონ ნიღაბი.
13 ივლისს მთავრობამ გადაწყვიტა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება 12 აგვისტომდე.