მთავარიპოლიტიკა

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, მაგრამ სხვადასხვა სახის შეზღუდვები შემსუბუქდება, ამის შესახებ  განაცხადა ბრიფინგზე სომხეთის ვიცე-პრემიერ მინისტრმა ტიგრან ავინიანმა.

„კერძოდ, განიხილება უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლის საკითხი,შეზღუდვები საქონლის ექსპორტზე, მიტინგების ჩატარების საკითხი, საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება. ასევე დაზუსტდება საკითხები, რომლებიც უკავშირდება სომხეთის  მოქალაქეებს საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლის უფლებას.”

ვიცე პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ეს იქნება საგანგებო მდგომარეობის ბოლო გაგრძელება. გადაწყვეტილება მიიღება 12 აგვისტოს,  ამის შემდეგ, საგანგებო სიტუაციებით გათვალისწინებულ კანონებში ცვლილებების შეტანის საკითხი წარედგინება  ეროვნულ ასამბლეას.

რაც შეეხება განათლების სისტემას, მთავრობა ამჟამად განიხილავს რამდენიმე შესაძლო მოდელს, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close