პოლიტიკა

თურქეთი საფრთხეს უქმნის რეგიონში შედარებით მყიფე მშვიდობას. თურქოლოგი

თურქეთის საგარეო პოლიტიკა, როგორც წარსულში, ისე ახლაც, აშკარად მიზნად ისახავს თურქეთის მეზობელ რეგიონებში საკუთარი გავლენის სფეროს დამკვიდრებას. ამის შესახებ „ჰეტკ“-თან საუბრისას აღნიშნა თურქოლოგმა ვარუჟან გეღამიანმა.

მისივე თქმით, ზონის ფორმირება ხორციელდება არა მხოლოდ დღეს მიღებული “რბილი ძალის” მეთოდით, არამედ თვით სამხედრო ძალის გამოყენებითაც, რაც დასტურდება თურქეთის ბოლოდროინდელი ინიციატივებით, საომარი მოქმედებებით და სხვა მსგავსი მოვლენებით სირიაში, ერაყსა და  ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთ აუზში.

”ეს მიგვითითებს იმაზე, რომ ჩვენ საქმე გვაქვს თურქეთის ექსპანსიონისტურ პოლიტიკასთან აღნიშნულ რეგიონში. საიდუმლო არ არის, რომ ამ პროგრამებში სომხეთს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ თანდათანობით თურქეთი ამაზე უფრო ღიად საუბრობს. თავისი საგარეო პოლიტიკით, თურქეთი საფრთხეს უქმნის რეგიონში შედარებით მყიფე მშვიდობას, რომლის უზრუნველყოფაზეა მიმართული ასევე სომხეთისა და ჩვენი პარტნიორების ძალისხმევა. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, სომხეთის, ეგვიპტის, არაბეთის გაერთიანებული საემიროების და სხვა ქვეყნების სახით, ჩვენ საქმე გვაქვს რეგიონში ანტი-თურქულ ღერძთან, რომლის მთავარი ამოცანა უნდა იყოს თურქეთის ამბიციების შემცირება ამ დიდ რეგიონში. შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთიც ასევე არის თურქეთის საპირწონე. გავიხსენოთ, სირიის ჩრდილოეთით მთავარი პრობლემა ამჟამად ვის შორისაა? სინამდვილეში ეს არის შეტაკება რუსეთსა და თურქეთს შორის. ”იგივე შეიძლება ითქვას ლიბიის შემთხვევაშიც”, – აღნიშნა მან.

შეეხო რა იმ შეკითხვას, თუ რამდენად საშიშია რეგიონისთვის რუსულ-თურქული შესამჩნევი დაძაბულობა,  ვარუჟან გეღამიანმა აღნიშნა:

”თუ გავიხსენებთ ისტორიას, შევნიშნავთ, რომ ბოლო 200 წლის განმავლობაში ამ რეგიონში არაერთხელ განხორციელებულა პირდაპირი და არაპირდაპირი რუსულ-თურქული ომები. ასე რომ, საქმე გვაქვს ტრადიციულ კონფლიქტთან, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის გავლენის ზონის შექმნას. აშკარაა, რომ ამ ქვეყნებს არ შეუძლიათ შეთანხმდნენ ამ საკითხზე, და არა მხოლოდ ისინი. აქ კიდევ ბევრი მოთამაშეა, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ირანი. ამ ეტაპზე, აზრი არ აქვს კონკრეტულ საფრთხეებზე ლაპარაკს, თუ ზოგადად ვიტყვით, რომ ეს ორი ქვეყანა რეგიონში ყოველთვის კონფლიქტური მხარეები იყო და თანაც ჩვენს დღეებში, როდესაც აქ არა მხოლოდ პირდაპირი, არამედ ჰიბრიდული, მარიონეტული ომებია და ა.შ. ”ამ სიტუაციაში, ბუნებრივია, რომ კონფლიქტი შეიცავს უამრავ პირდაპირ და არაპირდაპირ საფრთხეს სომხეთისთვისაც”, – აღნიშნა თურქოლოგმა.

რაც შეეხება ტავუშის მიმართულებით ივლისის გამწვავების ფონზე თურქეთის უპირობო მხარდაჭერას აზერბაიჯანისთვის  და სომხეთის ქმედებებს და განცხადებებს თურქეთის მიმართ, როგორიცაა განცხადება მინსკის ჯგუფის წევრ ამ ქვეყნის დესტრუქციული როლის შესახებ, ხოლო  შემდგომ  თურქ სამხედრო ინსპექტორთა სომხეთში ვიზიტების აკრძალვას, გეღამიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთის მიმართ სომხეთის პოზიციის გამკაცრების მიზეზი თურქეთის ამჟამინდელ რიტორიკაშია.

”1990-იანი წლებიდან თურქეთის მხრიდან სომხეთის მისამართით პირდაპირი სამხედრო მუქარა არასოდეს გაჟღერებულა. ჩვენ ახლა ვნახეთ უპრეცედენტო რიტორიკის გამოყენება როგორც შინაარსით, ასევე სტილით და ეს, არსებითად გვახსენებს, რომ თურქეთი ამიერიდან  შეეცდება უფრო მეტი ჩართულობა ჰქონდეს რეგიონში, როგორც გეოპოლიტიკურ, ისე ორმხრივ ურთიერთობებში, ასევე კონფლიქტებში. თურქეთის ამ ღია დემონსტრირებითაა განპირობებული სომხეთის ძალზე მკაცრი რეაგირება, რაც, ვფიქრობ, ძალიან სათანადო იყო და ყოველ შემთხვევაში, აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს გაუწონასწორებელ, არაკონსტრუქციულ სახელმწიფოსთან, რომელსაც ასევე არ აქვს უფლება, რომ იყოს მინსკის ჯგუფის 11 ქვეყანას შორის“, – დაასკვნა თურქოლოგმა.

ნახეთ მეტი
Back to top button