მთავარისაზოგადოება
სომხეთში კორონავირუსის 166 ახალი შემთხვევა აღირიცხა
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის 166 შემთხვევა დადასტურდა. სულ კორონავირუსით დაავადდა 39985 სული, აქედან განკურნებულია 32008.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 5 მოქალაქე, სულ სომხეთში კორონავირუსისაგან გარდაიცვალა 777 მოქალაქე.
ამჟამად 6972 პაციენტი მკურნალობს სტაციონალურად. სულ ჩატარდა 172 994 ტესტი.