საერთაშორისო

შევდივართ გრძელვადიან, ღრმა ეკონომიკურ კრიზისში – გახარია

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, “შევდივართ გრძელვადიან, ღრმა ეკონომიკურ კრიზისში”. მისივე თქმით, თუ ასე გაგრძელდა, მომავალი წლის დასაწყისში კიდევ ერთი სოციალური პაკეტის გამოცხადება მოუწევთ.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პირდაპირი ფრენები აღვადგინეთ მიუხენთან, პარიზთან, ვენასთან, კიდევ, რამდენიმე ქალაქთან. ეს ზღვაში წვეთია, დღეს თითო-ორილა ტურისტს თუ იპოვით თბილისში მოსეირნეს, არავინ ფიქრობს, იმას რომ ეკონომიკაში, კრიზისიდან გამოსავალის გზებს წლის ბოლომდე ვიპოვით, ან თუნდაც მომავალი წლისთვის, ამიტომ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ შევდივართ გრძელვადიან, ღრმა ეკონომიკურ კრიზისში. მთავრობის პასუხისმგებლობა პირველ რიგში არის დაეხმაროს საკუთარ მოქალაქეებს, ოჯახებს იმისთვის, რომ სოციალურად შედარებით შევინარჩუნოთ ის მინიმუმი, რომელსაც ეს ოჯახები მიჩვეულები არიან. ვინ არიან დღეს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები? — რა თქმა უნდა, ბავშვები, ამიტომ მიზნობრივად უფრო სწორი ჯგუფის ამორჩევა იყო შეუძლებელი. რა გგონიათ, ეს მარტო ერთ დღეში გადავწყვიტეთ? ეს გადავწყიტეთ საერთაშორისო პარტნიორებთან ხანგრძლივი დისკუსიების შემდგომ, იმ მწირი რესურსის გათვლით. წლის ბოლომდე თუ ასე გაგრძელდა, მერწმუნეთ, მომავალი წლის დასაწყისში კიდევ ერთი სოციალური პაკეტის გამოცხადება მოგვიწევს”, — აცხადებს გახარია

ნახეთ მეტი
Back to top button
Close