ეკონომიკა

ჩინეთი 15 წელიწადში 10-15 მილიარდ ინვესტიციას ჩადებს სომხეთში “ჭკვიანი ქალაქის” ასაშენებლად

,,News.am“ წერს, რომ ჩინეთი 15 წელიწადში 10-15 მილიარდ დოლარს ჩადებს,  სომხეთში “ჭკვიანი ქალაქი”-ს ასაშენებლად. შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა 6 აგვისტოს ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის, ჩინეთის სამშენებლო კორპორაციებს, ჩინურ ბანკებსა და სომხეთის განვითარებისა და რეკონსტრუქციის სააგენტოს ADCARS–ს შორის.

“ჭკვიანი ქალაქი” არის ახალი თაობა, რომლის ყველა სისტემა იმართება ინოვაციური ტექნოლოგიებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის მაღალი ცხოვრების დონეს.

დაახლოებით 15 000 მოსახლეობის მქონე სომხურ-ჩინურ ქალაქში შეიქმნება ერთობლივი კომპანიები, რომლებიც დაკავდებიან სამეცნიერო ინოვაციებით, ასევე უახლესი ტექნოლოგიების, კერძოდ, ხელოვნური ინტელექტის, „ჭკვიანი“ სოფლის მეურნეობის, მედიცინის, ტურიზმის, საბანკო სისტემის განვითარებით.

ქალაქის საპროექტო სამუშაოები დაიწყება 2021 წელს.

პროგრამა ხორციელდება ჩინური პროექტის “ერთი სარტყელი, ერთი გზა” ფარგლებში.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close