საზოგადოება

25,000 ევრო სამედიცინო საშუალებები გერმანიიდან სომხეთში

,,Armradio.am“ წერს, რომ სომხეთში გერმანიის საელჩოდან აცნობებენ, რომ ელჩმა Dr. ბანცჰაფმა სომხეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის მინისტრის პირველ მოადგილეს ანაჰიტ ავანესიანს გადასცა 25000 ევრო ღირებულების სამედიცინო საშუალებები.

შეტყობინების თანახმად, ეს არის კიდევ ერთი წვლილი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ფინანსური დახმარება შესაძლებელი გახდა გერმანიის საძიებო-სამაშველო სამსახურის (I.S.A.R. Germany) მიერ, რომლის ერთ-ერთი სამედიცინო ჯგუფი ეხმარებოდა სომეხ ექიმებს ივლისის მეორე ნახევარში სომხეთში Covid-19- ის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ნახეთ მეტი
Back to top button