ანალიტიკამთავარი

არცახი ნახჭევანის სამაგიეროდ? რას გულისხმობს მოსკოვი?

ტავუშში განხორციელებულ საომარ  მოქმედებებს მოულოდნელი საერთაშორისო რეაქცია მოჰყვა, რომელიც მოიცავს რეგიონალურ საკითხთა ფართო სპექტრს. საომარი მოქმედებები მოხდა კუხოს– ს პასუხისმგებლობის არეალში და თურქეთმა სრული მხარდაჭერა გამოთქვა აზერბაიჯანისადმი. სამხედრო კონფლიქტი საერთაშორისო ასპარეზზე განიხილეს ამ კონტექსტით,  თურქეთის შესაძლოსამხედრო ჩარევისა და რუსეთის პოზიციის გათვალისწინებით.

თავის მხრივ, ნახჭევანის საკითხი შემოვიდა  მიმოქცევაში რუსეთის მედია-ექსპერტთა წრეებში 1921 წლის რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულების  კონტქსტით.   ზოგადად, რუსებისთვის რთული იყო საუბარი იმ ხელშეკრულებებზე, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში სერიოზულად ტაბუდადებული იყო, მათ შორის სომხური ისტორიული და პოლიტიკური წრეების ნაწილსიც.  სომხური მედიისა და ანალიტიკოსების ძალისხმევის წყალობით, ჩვენ ვაიძულეთ რუსულ წრეებს ელაპარაკათ ამ თემაზე,  რაც უკვე გარკვეული წინსვლაა.

ტავუშის სამხედრო ოპერაციების ფონზე, ამ წრეებმა ნახჭევანის პრობლემა შემდეგნაირად წარმოადგინეს. სტატუს – კვო შენარჩუნებულია მინსკის ჯგუფის ფორმატში, ხოლო ნახჭევანში 1921 წლის რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებებით. ამავე დროს, სომხებს განუცხადეს, რომ ეს შესანიშნავი საჩუქარია, რადგანაც მოსკოვმა ხელი შეუშალა თურქეთის შესაძლო ჩარევას კონფლიქტში, მხარეები   დააცილა თანაბარი სიშორით.

რას გულისხმობს მოსკოვი , არცახი ნახჭევანის სამაგიეროდ?

ნახჭევანი 1921 წელს  აზერბაიჯანს გადაეცა რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებით. 1921 წ საბჭოთა სომხეთი ჯერ კიდევ  ერთა ლიგის მიერ აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო,  (აზერბაიჯანი და საქართველო არ იყო აღიარებული). 1920 წ.  სომხეთის რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ,  1921 წელს სომხეთის ტერიტორიების უმეტესი ნაწილი თურქეთსა და აზერბაიჯანს გადაეცა  რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებით. სომხეთს ხელი არ აქვს ხელმოწერილი ამ ხელშეკრულებებზე, ფაქტობრივად, ორმა  ქვეყანამ დაჰყო მესამე სახელმწიფოს ტერიტორია მისი თანხმობის გარეშე.

ნახჭევანი აზერბაიჯანს გადაეცა მისი  მესამე მხარის ექსტრადიციის უფლების გარეშე. ამასთან, ნახჭევანი უკვე იმყოფება მესამე მხარის, თურქეთის დე-ფაქტო კონტროლის ქვეშ. გარდა სამხედრო და ეკონომიკური ყოფისა, თურქეთმა ნახჭევანი შუა აღმოსავლეთში შეიარაღებულ ბაზად გადააქცია, ხოლო ზედმეტი მოსახლეობა გადაასახლა  ყარსის, არდაღანის და სურმალუს რაიონებში დემოგრაფიული ვითარების შეცვლის მიზნით.

ნახჭევანი ეკუთვნის სომხეთს საერთაშორისო იურიდიული და პოლიტიკური სამართლის შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, რომ  რუსული წრეები  „ამართლებდნენ“ იმაში, რომ თუკი არცახში  სომხური მოსახლეობა შენარჩუნებული იყო , ნახჭევანში უკვე დიდი ხანია რაც სომხები არარ არიან. სომხეთის და სომეხი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი უდიდესი დანაშაულის  ასე  მიჩქმალვა  შეუძლებელია.

რატომ 1921 წელს იქნა ეს დანაშაული ჩადენილი? ,აშინ როცა  სომხეთი უკვე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში  იყო. კარგი იქნებოდა თუ  პრიმიტიული და რუსეთისათვის სასიამოვნო კომენტარების ნაცვლად  სომხური მედიის წარმომადგენლები კარგად დაფიქრდებოდნენ ამ საკიტხზე. ეს მნიშვნელოვანია როგორც მომავალი ახალი რუსულ-თურქული  გარიგებისთვის, ასევე სიტუაციის ფართო აღქმისთვისაც.

ნახეთ მეტი
Back to top button