მთავარიპოლიტიკა

„ბირთვული თემით ცეცხლთან თამაში არ შეიძლება“, – სომხეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანის მუქარის შესახებ

აზერბაიჯანი ცდილობს შექმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ სომხეთი საფრთხეს უქმნის მის ტერიტორიაზე არსებულ საერთაშორისო ინფრასტრუქტურას.  ეს არის აბსოლუტური სისულელე. ამის შესახებ განაცხადა სირიის ავტორიტეტულ გაზეთ “ალ-აზმენას” -ისათვის მიცემულ ინტერვიუში სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა, შეეხო რა  ივლისში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გამართულ  საომარ მოქმედებებს.

„20 წელზე მეტია რაც არსებობენ აზერბაიჯანის ეს ინფრასტრუქტურები. სომხეთს არასდროს არ განუზრახავს  მათი განადგურება.  ”სომხეთი არასოდეს ყოფილა, არც არასდროს იქნება რომელიმე მათგანისათვის საშიშროება, რადგან ჩვენ ვართ იმ ხალხის შთამომავლები, ვინც  გენოციდი გამოიარა  და გადარჩა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სარგსიანმა აღნიშნა, რომ ის შეშფოთებულია, რადგანაც სამყარო ერთად იბრძვის პანდემიის წინააღმდეგ, ზოგი კი ამ პერიოდში  არაადამიანურ  ქმედებებს გეგმავს.  მისივე თქმით, კარგია, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა გამოიჩინეს მაღალი საბრძოლო მზადყოფნა,  ორ-სამ დღეში მათ შეძლეს  მტრის წინსვლის შეჩერება, რითაც ჩვენი რეგიონი გადაარჩინეს  ფართომასშტაბიანი შეტაკებებისგან.

პრეზიდენტმა ასევე გამოხატა შეშფოთება აზერბაიჯანის მთავრობის ან შესაბამისი უწყებების ოფიციალური განცხადებების გამო, რომ აზერბაიჯანს შეუძლია დაარტყას მეწამორის ატომურ ელექტროსადგურს. მისი თქმით, ის ფიზიკოსია  და ძალიან კარგად აქვს წარმოდგენილი ის რეალური შედეგები რაც შეიძლება მოჰყვეს ატომური ელექტროსადგურის დარტყმას.  ამიტომაც , ის ამ განცხადებას აღიქვამს, როგორც განზრახვას  ტერორისტულ აქტზე.  სხვათა შორის, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ  დარტყმის შედეგად არამარტო სომხეთი დაზარალდება, არამედ ყველა დაზარალდება, მათ შორის აზერბაიჯანი, თურქეთი, საქართველო, ახლო აღმოსავლეთი …

”არ აქვს მნიშვნელობა რა პრობლემებია ქვეყნებს შორის, მეზობლებს შორის, ჩვენ ბირთვული ცეცხლით ვერ ვითამაშებთ“,  – თქვა სარგსიანმა.

რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოების რეაქციას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განხორციელებულ ქმედებებზე, სარგსიანის თქმით, ფართო რეაგირება მოჰყვა. კერძოდ, ჩვენ ვსაუბრობთ მოსკოვზე, ვაშინგტონზე და პარიზზე, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებზე  მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ირგვლივ. თუმცა, სარგსიანის თქმით, ტავუშში მომხდარმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საქმე ძალიან სერიოზულადაა.

პრეზიდენტმა ასევე ილაპარაკა  თურქეთის განცხადებებზე, რომ ისინი უპირობოდ დაუჭერენ მხარს აზერბაიჯანს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობის ფონზე. სარგსიანის თქმით, თურქეთი იყენებს საერთაშორისო ურთიერთობებისთვის შეუსაბამო ლექსიკას  სომხეთის მიმართ. ეს კეთდება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უპასუხისმგებლო გზით. მისი თქმით, თურქეთი იყენებს იმ  ლექსიკონს, რომელიც  ფარდას  ხდის მათ განზრახვებს   ̶  გააგრძელონ ის რაც მოხდა 105 წლის წინათ.

ნახეთ მეტი
Back to top button