მთავარისაზოგადოება

რუსეთში ტანკერს არნო ბაბაჯანიანის სახელი დაერქვა

სომეხი  საბჭოთა კომპოზიტორის, სსრკ სახალხო არტისტის არნო ბაბაჯანიანის სახელი დაერქვა ტანკერს.

რუსეთში სომხეთის საელჩოს პრესსამსახურის ცნობით, ცერემონია ეძღვნება კომპოზიტორის 100 წლის იუბილეს.

საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთში სომხეთის  ელჩმა ვარდან ტოღანიანმა მადლობა გადაუხადა გამოჩენილი კომპოზიტორის ხსოვნისადმი მიძღვნილი ინიციატივის ავტორებს.

”არნო ბაბაჯანიანი  სომხურ-რუსული მეგობრობის სიმბოლოა. მისი მუსიკალური მემკვიდრეობა არის სომხეთის, რუსეთისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ხალხების კულტურული მიღწევა”, – თქვა დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა.

ნახეთ მეტი
Back to top button