მთავარიპოლიტიკა

რუსეთ-საქართველოს ომი და სომხეთი

როგორც  „1in.am“  წერს, 12 წლის წინ, რეგიონში ადგილი ჰქონდა   სამხრეთ  ოსეთში მიმდინარე რუსეთ-საქართველოს ომს, რომლის ხუთდღიანმა მსვლელობამ არა თუ შეცვალა ურთიერთობანი საქართველოსა და რუსეთს შორის, არამედ  გამოიწვია ფუნდამენტური ცვლილებები რეგიონსა და მთელს მსოფლიოში. ამ დღეებში, 12  წლის წინანდელი მოვლენები კვლავ  ექვემდებარება ანალიზსა და ხელახლა შეფასებას. ხშირად მიმომხილველები ყურადღებას არ აქცევენ იმას თუ რა გავლენა მოახდინა ამ ომმა სომხეთზე.  ეს მხოლოდ ის ეკონომიკური  კოლაფსი არ იყო, რომელიც ემუქრებოდა სომხეთს რამდენიმე დღის განმავლობაში კომუნიკაციის სირთულეებით  საქართველოს ტერიტორიის გავლით, თუმცა  ესეც, რა თქმა უნდა, სერიოზული სიგნალი იყო სომხეთისთვის. სომხეთმა  ამ მოვლენების საკვანძო გავლენა იგრძნო  დაწყებული საფეხბურთო დიპლომატიით და დასრულებული  სომხურ-თურქული პროცესების  ფორმით. ერთი შეხედვით, რუსეთ-საქართველოს ომს არანაირი კავშირი არ აქვს ამასთან, მაგრამ ჯერ კიდევ 2008 წლის ივნისში მოსკოვიდან სერჟ სარგსიანის მიწვევას, თურქეთის პრეზიდენტი გიული გამოეხმაურა  მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მანამ კი დუმდა თითქმის ორი თვის განმავლობაში.  საქმე იმაშია, რომ რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთის მთავარი მიზნის, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის მიუღწევლობამ, თურქეთი  აიძულა მიეღო  სომხურ-თურქული საფეხბურთო დიპლომატია,  რადგან ძირითადი მიზნის მიუღწევლობის შემდეგ, რუსეთი აღმოჩნდა საკმაოდ სუსტ მდგომარეობაში.  ამის შემდეგ თურქეთმა და აზერბაიჯანმა შესძლეს ამ სიტუაციაში აღმოჩენილი  რუსეთი მიეყვანათ იმ დასკვნამდე, რომ  “კომპენსაცია”  უნდა ეძებნათ  ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებული   ვითარების შეცვლაში.

ნახეთ მეტი
Back to top button