მთავარიპოლიტიკა

სევრის ხელშეკრულება არის ისტორიული ფაქტი, ჩვენი ვალია მისი გახსენება, მისი მოთხოვნის შენარჩუნება. სრ პრემიერ- მინისტრი

,,Armradio.am“ წერს, რომ სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გზავნილით მიმართა  სევრის ხელშეკრულების ხელმოწერის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციის მონაწილეებს.

”ძვირფასო თანამემამულენო,

მივესალმები სევრის ხელშეკრულების ხელმოწერის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციის მონაწილეებს. დიდ მადლობას ვუხდი ამ მნიშვნელოვანი მოვლენის წამოწყებისთვის.

სევრის ხელშეკრულებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სომეხი ხალხის თანამედროვე ისტორიაში. შემთხვევითი არ არის, რომ იგი განაგრძობს იყოს მეცნიერული კვლევისა და ანალიზის საგანი. აქედან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საუკუნის წინ ხელმოწერილ ამ დოკუმენტზე , მის წინმსწრებ მოვლენებზე და მომდევნო განვითარებებზე  ჩვენი მეცნიერების მიუკერძოებელი ანალიზი ხელმისაწვდომი იყოს როგორც ჩვენი ხალხისთვის, ისე ფართო საერთაშორისო საზოგადოებისთვის. დღევანდელი კონფერენცია ემსახურება ამ მიზანს და მეც ვუსურვებ წარმატებებს მის საქმიანობას, ყველას ვუსურვებ ნაყოფიერ მსჯელობას, ახალ და შესაძლო აღმოჩენებს.

სევრის ხელშეკრულება ისტორიული ფაქტია. დღემდე ეს ასე რჩება. რითაა მნიშვნელოვანი ეს დოკუმენტი სომეხი ხალხისთვის? რატომ არის ის კვლავ ჩვენი ყურადღების ცენტრში?

პირველი, სევრის ხელშეკრულება დაიდო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, კაცობრიობის ისტორიაში ერთ – ერთი ყველაზე დრამატული გვერდის, მისი დასრულებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ. ისევე, როგორც ვერსალის ხელშეკრულება  მშვიდობას ამყარებდა ევროპაში, ასევე სევრის ხელშეკრულება – ოსმალეთის იმპერიის ადრე ყოფილ წინა აზიის ტერიტორიებზე. ამით ბოლო ეღებოდა რეგიონის ხალხების ტანჯვას და აღკვეთებს ომის გამო. ეს ამცნობდა “დაწყევლილი წლების” დასრულებას.

ევროპაში ვერსალის ხელშეკრულების მსგავსად, სევრის ხელშეკრულება რეგიონში ქმნიდა სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ახალ სისტემას. მას ახალი პრინციპები და ფასეულობები შემოჰქონდა, არა მხოლოდ მშვიდობას, არამედ სამართლიანობას ამკვიდრებდა წინა აზიაში.

ხელშეკრულება ემყარებოდა იმ დროის ყველაზე მოწინავე იდეებს. აქ მთავარი იყო ერების თვითგამორკვევისა და თანასწორობის პრინციპი. ამით ბოლო ეღებოდა იმპერიების მიერ დაწესებულ მრავალსაუკუნოვან მონობას, რაც რეგიონის ხალხებს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას აძლევდა.

უფრო მეტიც, ისტორიულ ტერიტორიებზე ეროვნული სახელმწიფოების დამყარების უფლების მინიჭებით, ის ქმნიდა ხელსაყრელ პირობებს მაჰმადიან-ქრისტიანი ხალხების შემდგომი თანაცხოვრებისთვის, მშვიდობიანი არსენობისთვის, რეგიონის ცივილიზაციური მრავალფეროვნებისა და შემდგომი განვითარებისთვის.

მეორე, სევრის ხელშეკრულება არის ის საერთაშორისო დოკუმენტი, რომელმაც ცნო და განამტკიცა სომხეთის დამოუკიდებლობა. სომხეთის რესპუბლიკა გამოდიოდა, როგორც ამ დოკუმენტის იურიდიულად თანაბარი მხარე. დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ საუკუნეების შემდეგ, სომხეთის ხელისუფლება პირველად აწერდა ხელს საერთაშორისო ხელშეკრულებას მსოფლიოს დიდ ძალებთან. სომხეთის რესპუბლიკა ხელშეკრულებით დადგენილ ფარგლებში აღიარებული იყო, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სრულუფლებიანი წევრი, საერთაშორისო სამართლის თანაბარი სუბიექტი.

ხელშეკრულების მონაწილე მხარედ გამოსვლით, აღიარებას იძენდა სომხეთის, სომეხი ხალხის ღვაწლი, პირველ მსოფლიო ომში მოკავშირეთა ქვეყნების გამარჯვებასა და მშვიდობის დამყარების საქმეში. ხაზგასმით აღინიშნებოდა და სათანადოდ იყო შეფასებული სომეხი ხალხის როლი საერთაშორისო ურთიერთობებში და ომის შემდგომ  მსოფლიოს მმართველობის საქმეში.

მესამე, სევრის ხელშეკრულება, თავის 89-ე მუხლში ადგენს და ამყარებს სომეხთა უდავო ისტორიულ კავშირს სომხურ მთიანეთთან, სადაც ათასობით წლის განმავლობაში დაიბადა, ცხოვრობდა, ქმნიდა სახელმწიფოს და კულტურას სომეხი ხალხი.

და ბოლოს, სევრის ხელშეკრულება გაფორმდა სომხეთის გენოციდის მომდევნო პერიოდში, როდესაც ოსმალეთის იმპერია ცდილობდა სომეხთა ხალხის განადგურებით „სომხური საკითხის“ მოგვარებას. სომეხი ხალხი დაექვემდებარა ყველაზე სასტიკ და არაადამიანურ ტანჯვას. მან განიცადა უზარმაზარი ზარალი. იმავდროულად, სევრის ხელშეკრულება გზას ხსნიდა გენოციდის შედეგების დასაძლევად. “სომხური საკითხი” სამართლიანად წყდებოდა სომეხი ხალხის ისტორიულ აკვანში დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის გზით. აღდგენილი იყო ისტორიული სამართლიანობა. შეიქმნა ხელსაყრელი პირობები ჩვენი ხალხის ეკონომიკური და დემოგრაფიული პოტენციალის აღდგენისთვის, მისი ნორმალური განვითარებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ სევრის ხელშეკრულება არ განხორციელდა, ის კვლავაც არსებობს, როგორც ისტორიული ფაქტი, რომელიც ასახავს ჩვენს გზას დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენისაკენ. ჩვენი ვალია გვახსოვდეს ეს, გავაცნობიეროთ და შევინარჩუნოთ მისი მოთხოვნა”.

ნახეთ მეტი
Back to top button