საზოგადოება
პირველი თვითმფრინავი სომხეთის ჰუმანიტარული დახმარებით ლიბანში ჩავიდა

სომხეთის ჰუმანიტარული დახმარება ლიბანში ჩავიდა.
ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა მანე გრიგორიანმა აღნიშნა „ფეისბუქის“ თავის გვერდზე.
წუხელ ღამით, პირველი თვითმფრინავი, რომლის ტვირთი დაახლოებით 9 ტონა იყო, ჩავიდა სომხეთიდან ლიბანში.
ტვირთი შეიცავდა ტკივილგამაყუჩებლებს, ანტიბიოტიკებს, ინექციური ხსნარებს, ინექციის სისტემებს, შპრიცებს.
დახმარება გაუნაწილდება როგორც ლიბანელებს, ასევე ბეირუთის სომეხ საზოგადოებას.
დიასპორის საკითხებში მთავარი კომისარი ზარეჰ სინანიანი გაემგზავრა ლიბანში, რათა ადგილზევე გაეცნოს სომეხთა პრობლემებს და საჭიროების შემთხვევაში კვლავ იქნას გაწეული დახმარება.