,,არმენპრესი“ წერს, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა ჩაატარა კონსულტაცია საპრეზიდენტო რამდენიმე ინიციატივისა და პროგრამის მიმდინარეობის შესახებ. ამის შესახებ “არმენპრეს”-ს აცნობეს სრ პრეზიდენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებიდან.
კერძოდ, შეეხნენ პრეზიდენტის ინიციატივას ATOM (Advanced tomorrow), რომელიც მიზნად ისახავს სომხეთში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებას. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ATOM არის საერთო პლატფორმა, რომლის გვერდით იქნება ცალკეული პროგრამები, რომელთაგან ერთ – ერთია „აზრების სომეხთა სამიტი“, მეორე კი – მე -6 STARMUS ფესტივალი, რომელიც 2021 წლის სექტემბერშია დაგეგმილი.
აღნიშნა რა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო “აზროვნებათა სომხური სამიტი” მაისიდან ოქტომბრამდე გადაიდო, პრეზიდენტმა სარგსიანმა დასძინა, რომ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ის ჩატარდეს, ხოლო ფორმატი კი უახლოეს მომავალში დაზუსტდება
პრეზიდენტმა სარგსიანმა “აზროვნებათა სომხური სამიტი” და საერთაშორისო ფესტივალი STARMUS განიხილა, როგორც ფართო საპრეზიდენტო ინიციატივის, ATOM (Advanced Tomorrow) პროგრამის თანამგზავრები.
კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით, მნიშვნელობა მიანიჭა რა მაღალი ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის განვითარებას, პრეზიდენტმა სარგსიანმა აღნიშნა, რომ ის ლოკომოტივები, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა წინ უნდა წაწიონ, უკავშირდება განსაკუთრებით უახლეს ტექნოლოგიებს. ATOM მიზნად ისახავს სომხეთში მსოფლიოში საუკეთესო საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიების შემოტანას და ხელოვნური ინტელექტის, მათემატიკური მოდელირების, მანქანათმცოდნეობის უნარების განვითარებას,უზრუნველყოფს რა ადგილობრივი ინსტიტუტების უცხოურ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობას,ბიზნესსა და მაღალი ხარისხის საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიებს, უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებს შორის.
”ATOM თავად არის ძალიან დიდი პროექტი, წლები დასჭირდება მის სრულად განხორციელებას. მაგრამ თუ ჩვენ დღეს არ დავიწყებთ, ეს წლები უფრო მეტად დაგვშორდება”, – თქვა პრეზიდენტმა სარგსიანმა. ATOM არის საერთო პლატფორმა, რომლის მიზანია სომხეთში მსოფლიოს საუკეთესოთა და მათი კულტურის ჩამოყვანა, ამავე დროს, ჩვენს ქვეყანაში შეიქმნას კულტურა, სადაც მეცნიერება, ტექნოლოგია, მეცნიერებასთან დაკავშირებული ინდუსტრია ურთიერთკავშირშია. მეორეს მხრივ, ATOM უნდა იყოს საბაბი, რათა სტარტაფებიდან აკადემიურ ინსტიტუტებამდე მის მეშვეობით უფრო ღრმა კავშირი ჰქონდეთ როგორც მსოფლიო მეცნიერებასთან, ასევე ტექნოლოგიებთან”. რესპუბლიკის პრეზიდენტის თქმით, ATOM უნდა იყოს როგორც პლატფორმა, ასევე სამეცნიერო ცენტრი, მომავლის პატარა ქალაქი, და ამავე დროს, კულტურის განვითარების ინსტიტუტი.
შეხვედრის დროს აღინიშნა, რომ 16 დიდი უცხოური კომპანია უკვე დაინტერესებულია ამ ინიციატივით, ზოგს უკვე აქვს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ზოგიერთს კი წინასწარი შეთანხმებები აქვს. ეს ყველა კომპანია, მსოფლიოს ტექნოლოგიურ გიგანტებს შორის არიან: IBM, Siemens, Thales, Dassault, Safran, Leonardo, უნივერსიტეტები და კვლევითი ცენტრები სხვადასხვა ქვეყნიდან და ა.შ.
ასევე აღინიშნა, რომ ATOM მჭიდროდ ითანამშრომლებს სომხეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფონდთან (FAST), ინიციატივასთან “სილიკონის მთები” და, ზოგადად, ყველა ჯგუფთან, ორგანიზაციასთან, სტრუქტურასთან და კონფერენციასთან, რომლებიც იგივე მიზანს ემსახურებიან.