საზოგადოება

ახალქალაქში ვენდატა გამორიცხული არ არის. არტაკ გაბრიელიანი მომხდარის შესახებ მოგვითხრობს

,,NEWS.am“ წერს, რომ ახალქალაქში ფართომასშტაბიანი ჩხუბისა და მკვლელობის მიზეზი ჯერ კიდევ წლების წინ ორ მხარეს შორის ყოფითი დავა იყო. ამის შესახებ განაცხადა ჯავახეთის სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების საბჭოს კოორდინატორმა არტაკ გაბრიელიანმა, და დასძინა, რომ დავა გამწვავდა 8 აგვისტოს.

”წლების წინ მხარეთა შორის მოხდა ყოფითი დავა, რომელიც დღემდე გაგრძელდა. 8 აგვისტოს დილით, ორ მხარეს შორის რიგითი ჩხუბი მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მოკლულის მხარე სოფელში წავიდა, მოკრიბა მეგობრები და ჩამოვიდა ქალაქში რაღაც ანგარიშის გასარკვევად. აქ უკვე მოხდა მკვლელობა. ამის შემდეგ მოკლულის მომხრეებმა უკვე ცეცხლი წაუკიდეს მკვლელის სახლს, მამის სახლს, მის კუთვნილ სასტუმროს და კიდევ 2 სახლს.  სულ დაიწვა  4 სახლი და 1 სასტუმრო”, – აღნიშნა გაბრიელიანმა.

მან აღნიშნა, რომ ამ დროისთვის დაშავებულები არ არიან. “მცირედი სხეულის დაზიანებით მყოფი ადამიანები იმავე დღეს გამოწერეს საავადმყოფოდან.”

ჩვენს კითხვაზე, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან სომხურ საზოგადოებაზე, გაბრიელიანმა უპასუხა, რომ ეს არ იყო თემის დავა. ”არა მგონია, რომ ამან რაიმე გავლენა მოახდინოს. არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს ვანდეტა, რომ ეს საქმე გაგრძელდეს. ამჟამად ქალაქში კონცენტრირებულია რეგიონალური პოლიციის ძალები. გუშინდელი მდგომარეობით, ქალაქის შესასვლელებზე კონტროლი დაწესდა”.

აღსანიშნავია, რომ ახალქალაქში არეულობები წამოიწყეს სოფელ კულიკამის მკვიდრ 27 წლის ვარდიკ მარაბიანის მკვლელობის შემდეგ, კიდევ ერთი 37 წლის სომეხი დააპატიმრეს.

მკვლელობას მოჰყვა ახალქალაქში მკვლელობაში ეჭვმიტანილი გაბრიელიანის კუთვნილი სასტუმროს კომპლექსის, რესტორნის, ასევე ქალაქის სხვადასხვა კუთხეში გაბრიელიანის მომხრეების კუთვნილი რამდენიმე სახლის დაწვა.

ნახეთ მეტი
Back to top button