მთავარისაზოგადოება

გაიზარდა ელექტრომანქანების იმპორტი სომხეთში

გარემოსდაცვის ყოფილი მინისტრი ერიკ გრიგორიანი თავის ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ 2019 წელს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, ელექტრომანქანების იმპორტი სომხეთში მხოლოდ ბოლო 6 თვის განმავლობაში 155-ჯერ გაიზარდა, ვიდრე 2018 წელს.

2018 წელი – 12 ცალი

2020 (პირველი ნახევარი) – 1863 ცალი

გრიგორიანის თქმით, ელექტროძრავით მანქანების იმპორტი, გარემოსდაცვითი სხვა საკითხებთან ერთად, ბევრ სხვა საკითხსაც წყვეტს, ეს არის  ენერგეტიკული უსაფრთხოება, ტექნოლოგიური სიახლეები, საინჟინრო აზროვნების განვითარება, ელექტროენერგიის დაბალანსებული მოხმარება.

”იმედი მაქვს, რომ ერევნის მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი შემდეგი ავტობუსები იქნება ელექტრო. მთელი ქვეყანა ელექტროენერგიაზე გადავა და ის, ვინც მალე მოახერხებს ამას, მნიშვნელოვან საგრანტო რესურსს მიიღებს,” – წერს ერიკ გრიგორიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button