თურქეთმა გააყალბა არა მხოლოდ მეზობლების, არამედ მისი ისტორია. რუბენ საფრასტიანი

,,არმენპრესი“ წერს, რომ სევრის ხელშეკრულება არის საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც მჭიდრო კავშირშია სომეხი ხალხის ისტორიასთან და ის სიღრმისეულად უნდა იქნას შესწავლილი. ,,არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამართულ სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე “თურქეთი. დაპირისპირება სევრთან. გეოპოლიტიკური ჩანაფიქრები” თემაზე მოხსენებაში აღნიშნა სომხეთის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, თურქოლოგმა, რუბენ საფრასტიანმა.
”გავაანალიზებ თურქული მხარის მიდგომებს სევრის პაქტის მიმართ. ეს პრობლემა მნიშვნელოვანია და ნაკლებად შესწავლილი. ფაქტობრივად, აქ ორი თურქული მიდგომა იყო. ის მიდგომა, რომელმაც გაიმარჯვა იყო ქემალისტური მიდგომა და გააყალბა ისტორია. ოფიციალურმა ქემალისტურმა ისტორიოგრაფიამ გააყალბა არა მხოლოდ მეზობელი ხალხების, ჩვენი ხალხის ისტორია, არამედ თურქეთის ისტორიაც. სხვა თურქული მხარის საქმიანობა ღალატად იქნა კვალიფიცირებული. ყველა, ვინც მონაწილეობდა სევრის ხელშეკრულების, როგორც ოსმალეთის იმპერიის წარმომადგენლების, ხელმოწერაში მოღალატედ იყვნენ მიჩნეულები და სიკვდილით დაისაჯნენ. რა თქმა უნდა, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება”,- აღნიშნა რუბენ საფრასტიანმა. თურქოლოგის განმარტებით, თურქული მხარის მიდგომების უფრო ღრმად შესწავლით, ცხადია, რომ სულთნის მთავრობა და მის გარშემო გაერთიანებული უამრავი ფიგურა თურქეთის ხალხის მოღალატე არ იყო, არამედ ცდილობდნენ დილემისკენ მიმავალი გზა ეპოვათ, ცდილობდნენ თურქეთის როლის ახლებურად განსაზღვრას პირველი მსოფლიო ომის შედეგად ჩამოყალიბებულ ახალ სამყაროში. მისივე თქმით, ეს არ უნდა ყოფილიყო იმპერია, არამედ როგორც სახელმწიფო, რომელიც ჩაკეტილია თავის ეროვნულ საზღვრებში, აქვს ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოებთან. რუბენ საფრასტიანმა ხაზი გაუსვა, რომ ეს იყო არსი, რომელიც გაყალბდა, და ეს ხალხი მოღალატედ წარმოადგინეს.
”ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. ჩვენ საქმე გვაქვს ფენომენთან, სახელწოდებით „ახალგაზრდა თურქთა მოძრაობა“. მიდგომა, რომლის მიხედვითაც მოძრაობა მიიჩნევა მხოლოდ ახალგაზრდა თურქების პარტიით, ამ ძალის ელიტით, არასწორია. არა, ოსმალეთის იმპერიის ბოლო ეტაპზე ეს იყო დიდი მოძრაობა, რომელშიც მონაწილეობდნენ თურქული საზოგადოების იმ დროს ყველაზე უკიდურესი, ნაციონალისტური ხალხი. ქემალისტური მოძრაობა, ფაქტობრივად, ახალგაზრდა თურქული მოძრაობა იყო, ეს უნდა გვესმოდეს. თავისი საქმიანობით ქემალმა განაგრძო ახალგაზრდა თურქების პროგრამის განხორციელება, რომლის მთავარი მიზანი იყო სომეხი ხალხის, სომხური სახელმწიფოებრიობის განადგურება. არსებობს დოკუმენტი, რომელიც ამოქმედდა, იგი დათარიღებულია 1920 წლის 8 ნოემბრით.
”ის ანკარიდან გაეგზავნა ქარაბექირ ფაშას, რომელიც ხელმძღვანელობდა თურქ ბანდიტთა ჯგუფს. აქ ნათლად იყო დაწერილი: სომხეთი უნდა განადგურდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საუბარი იყო გენოციდის პროგრამის გაგრძელებასა და დასრულებაზე. ამჯერად გენოციდი უნდა განხორციელებულიყო მთელი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს იყო ქემალისტების მიზანი, და ამ ხალხმა ხელისუფლებაში მოსვლით გააყალბეს ისტორია”,- დასძინა რუბენ საფრასტიანმა.