მთავარიპოლიტიკა

ისტორიკოსი. სევრის ხელშეკრულების თანახმად, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორია სამჯერ იზრდებოდა

,,News.am” წერს, რომ სევრის ხელშეკრულების თანახმად, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორია უნდა ყოფილიყო 161 ათასი კვ.კმ. ამის შესახებ ჩრდილოეთ ხელშეკრულების ხელმოწერის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო პრესკონფერენციაზე განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორმა აშოტ მელქონიანმა.

მან შეახსენა, რომ ხელშეკრულება გაფორმდა 1920 წლის 10 აგვისტოს, ერთი მხრივ, ოსმალეთის იმპერიას შორის, ხოლო მეორე მხრივ დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, იტალიასთან, იაპონიასთან და სომხეთთან. ის ნიშნავდა თურქეთის შერიგებას არა მხოლოდ მის დამარცხებასთან, არამედ მთელი იმპერიის დაშლასთან. თურქეთს უნდა ეღიარებინა სომხეთის დამოუკიდებლობა და უარი ეთქვა ტერიტორიებზე რაიმე სახის პრეტენზიებზე, მას შემდეგ რაც აშშ-ს პრეზიდენტი მოახდენდა საზღვრის დემარკაციას.

”შეთანხმება ძალაში შევიდა იმ დღეს, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტს დაქვემდებარებულმა კომისიამ მოკავშირეებს წარუდგინა სომხეთ-თურქეთის საზღვარი, რომელიც გადიოდა ტრაპიზონზე, ერზრუმზე, ბიტლისსა და ვანზე. სომხეთში უნდა გადასულიყო მთელი ერზურუმი, ტრაპიზონის უმეტესობა, ვანისა და ბიტლის ერთი მესამედი. სახელმწიფოებს, რომლებიც შეიქმნა თურქეთისაგან გამიჯნულ ტერიტორიებზე, უნდა ჰქონოდათ თავისუფალი შესვლა ხმელთაშუა ზღვაზე. სომხეთი საზღვაო ქვეყანა ხდებოდა. ”სასიხარულოა, რომ ეს მოვლენა სამეცნიერო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია და დღესაც ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა”, – დასძინა ისტორიკოსმა.

ნახეთ მეტი
Back to top button