საერთაშორისო

კორონავირუსის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა ქვეყანაში – გამოჯანმრთელდა 44

კორონავირუსის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა ქვეყანაში. დღეის მონაცემებით საქართველოში უკვე 1,264 ინფიცირებულია.

მნიშვნელოვნად გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც, ცოტა ხნის წინ ვებგვერდზე stopcov.ge განახლებული მონაცემების მიხედვით დღეს უკვე “კოვიდ-19” 44-მა პაციენტმა დაამარცხა, შესაბამისად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1,054-ია.

აქვე შეგახსენებთ, საქართველოში COVID-19-ით 17 ადამიანი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში ამ ეტაპზე 6,930 ადამინი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 263.

ნახეთ მეტი
Back to top button