საზოგადოება

“მოგკლავთ და ჩავჯდებით”․ დეპუტატ მკოიანს ემუქრებიან და 5 მილიონ დოლარს მოითხოვენ

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ ქართველმა დეპუტატმა უკვე მიმართა ქვეყანაში აკრედიტირებულ ელჩებს, რომ გადაარჩინონ მისი ახლობლებისა და ნათესავების სიცოცხლე.

დაუდგენელი თავდამსხმელები დაემუქრნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს წევრ ენზელ მკოიანს, და მისი ოჯახის წევრებს, და მისგან 5 მილიონი დოლარის გამოძალვას ცდილობდნენ. ამის შესახებ პრესკონფერენციის დროს განაცხადა მკოიანის ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ მკოიანი და მისი ოჯახი საშინლად შეშინებულები არიან. დეპუტატი მოითხოვს, რომ გენერალური პროკურატურა დაკავდეს მისი საქმით და არა ადგილობრივი პოლიცია, ვისზეც გადამისამართდა სარჩელი. უფრო მეტიც, მან მიმართა საქართველოში აკრედიტებულ ყველა ელჩს, და სთხოვა დახმარება ოჯახის წევრების გადასარჩენად.

”მკოიანმა მოითხოვა ამ განცხადების გაკეთება მისი სახელით”, – აღნიშნა მურმანიშვილმა.

მისივე თქმით, 2020 წლის 20 ივლისის საღამოს, უცნობმა პირმა, მკოიანს დაურეკა მესინჯერის საშუალებით, რომელიც რუსულ ენაზე საუბრობდა კავკასიური აქცენტით, მკოიანს უთხრა, დაეტოვებინა პოლიტიკა, მჯდარიყო მშვიდად, არავის არ დაკავშირებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაკარგავდა უახლოეს ადამიანს.

მეორე ზარი, უკვე WhatsApp აპლიკაციით, მოსკოვიდან იყო (ტელეფონის ნომრის მიხედვით). ისინი კვლავ საუბრობდნენ რუსულად, კავკასიური აქცენტით. ამჯერად მათ დიდი თანხა მოითხოვეს. “ო, ოლიგარქო, ბიზნესში ხარ, რატომ არ იძლევი ფულს? ჩვენ 5 მილიონი დოლარი უნდა მოგვცე”, – აღნიშნა ადვოკატმა.

როდესაც მკოიანმა ჰკითხა, რა მოხდებოდა, თუ იგი არ გადაიხდიდა, გამომძალველმა თქვა, რომ ის უკვე 15 წელია ციხეში იჯდა, და თუ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა, ის მოკლავდა მას და კიდევ 20 წელი ჩაჯდებოდა. მეორედ, ორი ადამიანი ესაუბრა დეპუტატს, ორივე  კრიმინალური სამყაროსთვის სპეციფიკური ჟარგონით.

”ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი შეშინდა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ მას თავს დაესხნენ, მისი მიმართულებით სამჯერ გაისროლეს. ის გადარჩა მხოლოდ პოლიციის წყალობით”, – განაცხადა მურმანიშვილმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიცია რამდენიმე თვის განმავლობაში ახდენს ფსიქოლოგიურ ზეწოლას დეპუტატზე. ადვოკატის თქმით, მკოიანი და მისი ოჯახი სტრესის ქვეშ იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს ოპოზიციამ მოითხოვა მკოიანისთვის პარლამენტის მანდატის ჩამორთმევა. ასეთი მოთხოვნის მიღების მიზეზი იყო ჩხუბი იარაღის გამოყენებით, რომელიც მოხდა 26 მარტს, 15:40 საათზე.

თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეტაკება მოხდა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარ დეპუტატ ენზელ მკოიანისა და ყოფილი დეპუტატის სამველ პეტროსიანის მომხრეებს შორის. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩხუბი მოხდა მკოიანსა და პეტროსიანს შორის. პოლიციამ დააკავა პეტროსიანი და მისი 19 წლის ძმისშვილი. მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მაგრამ ოპოზიცია მკოიანს თვლის დამნაშავედ და პროკურატურას მოუწოდებს დაკავდეს მისით.

არსებობს ჰიპოთეზა, რომ სამცხე-ჯავახეთში შეტაკების მიზეზი პეტროსიანისა და მკოიანის კლანებს შორის დიდი ხნის კონფლიქტია.

ნახეთ მეტი
Back to top button