მთავარისაზოგადოება

პანდემია “დაეხმარა” საქართველოს ხელისუფლებას: როგორია სომხური სათვისტომოს განწყობა არჩევნების წი

შემოდგომაზე საქართველოში  საპარლამენტო არჩევნების, არჩევნებში სომხური სათვისტომოს როლის  და საქართველოს  რამდენიმე საშინაო საკითხის ირგვლივ „პირველი  საინფორმაციო“ ესაუბრა  ინციატივა “მრავალეროვანი საქართველოს”  ხელმძღვანელს  არნოლდ სტეპანიანს.  

როგორც სტეპანიანმა  აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნებში,  რომელიც საქართველოში შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, სავარაუდოდ,  ყველა პოლიტიკური ძალა მონაწილეობას მიიღებს  ცალ-ცალკე.

”ეს ლოგიკურია, რადგან აქ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეიტანეს, ამ საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბარიერი ერთი პროცენტია. გამოდის, რომ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც გარკვეული მხარდაჭერა აქვთ, აქვთ შესაძლებლობა ეძლევათ წარმოდგენილნი იქნენ პარლამენტში. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, პოლიტიკურმა ძალამ უნდა შეაგროვოს 15 000 ხმაზე ცოტა მეტი.  ესე იგი,  მცირერიცხოვან  პარტიებსაც ურჩევნიათ  ცალკე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ეს ლოგიკურია.

რაც შეეხება სომხურ საზოგადოებას, როგორც ყოველთვის, ხმის მიცემა განსხვავებული იქნება. დიდ ქალაქებში ხალხი ძირითადად ქართული ინფორმაციის სფეროში იმყოფება, თვალს ადევნებს  პოლიტიკურ მოვლენებს და ქვს ფართო არჩევანი.  რაც შეეხება რეგიონებს, ამ შემთხვევაში, მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი პოლიტიკური ძალა გააძლიერებს თავის პოზიციას იქ. ამ წუთში შემიძლია ვთქვა, რომ 5- მდე პოლიტიკური ძალა აქ აქტიურად იწყებს წინასაარჩევნო კამპანიას, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ იქნება სხვა ძალებიც, რომლებიც შეეცდებიან პოზიციების განმტკიცებას. ”ერთი რამ ცხადია: თუ 15 წლის წინ მმართველი პარტიისთვის მხარდაჭერა იყო 90-95%, ახლა ეს მაჩვენებელი დაეცა. წინა არჩევნებში შეადგინა დაახლოებით 70%.” – თქვა სტეფანიანმა.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” ხელახლა არჩევის შანსებს, არნოლდ სტეპანიანი თვლის, რომ   პანდემიის დაწყებამდე  ამ პარტიის შანსები დიდი არ ყოფილა,მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელისუფლება პანდემიასთან ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა და პირველი ტალღის გადალახვა შესძლო, მათი შანსი გაიზარდა. მაგრამ ოქტომბრამდე, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, ახლა კი ნამდვილად ვერ გეტყვით პანდემია საქართველოში ოქტომბრის თვეში რა სიტუაციაში იქნება.

”ზოგადად, კვლავ იქნება ბრძოლა ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის”. ისევ იგივე ბრძოლაა, იგივე მეთოდით. თითოეული მათგანი ამ ბრძოლას წარმართავს არა მხოლოდ პოლიტიკურ სფეროში, არამედ პირადად. რა თქმა უნდა, ეს გავლენას ახდენს წინასაარჩევნო ატმოსფეროზე, მათ მხარდამჭერ პოლიტიკურ ძალებზე, ინდივიდუალურ ფიგურებზე. ”აქ მდგომარეობა უფრო მწვავეა, ვიდრე სხვა ქვეყნებში”, – დაასკვნა არნოლდ სტეპანიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button