სერბეთიდან შეიარაღების მიწოდების საკითხის განსახილველად ბაქოში ჩავიდა სერბეთის პრემიერ მინისტრის მოადგილე და სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ნებოჟა სტეფანოვიჩი. მანამდე, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან საუბარში განაცხადა, რომ მაღალი დონის დელეგაცია გაგზავნილი იქნება სერბეთიდან აზერბაიჯანში, რათა შეისწავლოს სიტუაცია. ამის შესახებ სტატის აქვეყნებს lragir.am-ი.
ტავუშში მომხდარი მოვლენების შემდეგ, აზერბაიჯანმა დაიწყო თავისი დამარცხების გადაბრალება სხვაზე, დაადანაშაულა სერბეთი, იორდანია, რუსეთი და სხვა ქვეყნები, რომ ”მზაკვრულად” აწვდიან იარაღს სომხეთს. აზერბაიჯანმა თბილისი დაადანაშაულა, რომ საქართველოს გავლით საზღვარგარეთიდან სომხეთს იარაღი მიეწოდება.
სერბეთის ოფიციალური პირების თქმით, ისინი უკმაყოფილონი არიან აზერბაიჯანის პოზიციებით, რადგანაც მას რამდენჯერმე მეტ იარაღს აწვდიან, ხოლო საქართველო კი საერთოდ უარზე დადგა – „რა ტრანზიტი, რის ტრანზიტიო.“ თუ ადრე აზერბაიჯანი ადანაშაულებდა ხან სომხურ ლობის, ხანაც დაშნაკებს, ხან კიდევ თავის ნაციონალურ პარტიებს „ყარაბაღის დაკარგვისათვის“, ახლა ის სხვებს ადანაშაულებს სომხეთისათვის იარაღის მიწოდებაში.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მიგვანიშნებს აზერბაიჯანული მხარის სასოწარკვეთილებაზე. არ არის გამორიცხული, რომ ბაქო ამით ცდილობს საკუთარი ცოდვების დაფარვას. მაგალითად, ცნობილი არ არის ვისი საჰაერო სივრცე გამოიყენეს თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა, რომლებიც ბაქოში ჩავიდნენ ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობისათვის. იყო დადასტურებული ინფორმაცია, რომ თურქეთი ცდილობდა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას. ალბათ, ოფიციალურმა თბილისმა არ დაუშვა თურქული სამხედრო ტექნიკის “მატერიკულ აზერბაიჯანში” გადატანა და ბაქომ გადაწყვიტა “დაესაჯა” საქართველო, ბრალად დასდო მას სომხეთში იარაღის გადატანა.
თურქეთი და აზერბაიჯანი ჯიუტად ცდილობენ „ჩართონ“ საქართველო, როგორც შეუფერხებელი ტრანზიტი. მაგრამ მიუხედავად თურქეთის ეკონომიკური ექსპანსიისა, საქართველო მაინც არ ნებდება. უფრო მეტიც, თბილისში არსებობს საგანგაშო მოსაზრებები იმის შესახებ, რომ თურქეთი, რომელმაც ვერ შეძლო “მშვიდობიანად” შეღწევა საქართველოში, შეიძლება ძალის მეთოდებზე გადავიდეს.
ამასთან დაკავშირებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი გივი იუკურიძე თვლის, რომ პირველად 1994 წლიდან, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავის დადების შემდეგ, თურქეთმა ასე ღიად დაიწყო თავისი ინტერესების გამოხატვა რეგიონში სამხედრო ყოფნის შესახებ. მეორეც, მოვლენების უარყოფითი მიმდინარეობის შემთხვევაში, იუკურიძის თქმით, არსებობს შესაძლებლობა, რომ ანკარამ გამოიყენოს საქართველოს ტერიტორია საომარ მოქმედებებში მისი ტაქტიკური და ოპერაციული მიზნების შესასრულებლად, ბაქოს მხარდასაჭერად. გენერლის თქმით, “ბოლო პერიოდში, თურქეთი ისე იქცევა, რომ იგი საერთოდ არ იცავს საერთაშორისო ნორმებს. შესაბამისად, მისი მხრიდან სამხედრო მიზნებისათვის საქართველოს საზღვრის გადაკვეთა არ გამაკვირვებს”.
არ არის გამორიცხული, რომ ბაქოს “პროტესტი” სერბეთის, იორდანიის და სხვა ქვეყნებისთვის სომხეთის მიერ იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით არის ინფორმაციული თავშესაფარი საქართველოს გავლით სამხედრო “გარღვევისთვის”. ეს ალბათ სერბეთის ვიცე-პრემიერმაც იცის.