ანალიტიკამთავარი

ვუდრო ვილსონის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში რჩება: სევრის ხელშეკრლებიდან 100 წელი გავიდა

პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან ორი წლის შემდეგ, თურქეთის სულთანის მთავრობამ გამარჯვებულ სახელმწიფოებტან, მათ შორის სომხეთთან 1920 წლის აგვისტოს პარიზის მახლობლად სევრში დადო ხელშეკრულება,  რომლის თანახმად, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორია 160 000 კვადრატული კილომეტრი უნდა ყოფილიყო. სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორმა, აშოტ მელქონიანმა ”არმენპრესთან” საუბარში აღნიშნა, რომ 100 წლის შემდეგაც კი შეთანხმება ძალაში რჩება და ექვემდებარება განხორციელებას.

”ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ავეტის აჰარონიანმა სომხეთის მიერ წინასწარ შეკვეთილი სპეციალური ოქროს კალმით. მნიშვნელოვანია, რომ ომში გამარჯვებულმა ქვეყნებმა,  ანტანტის სახით, აღიარეს სომეხი ხალხის უფლება თავიანთ ისტორიულ სამშობლოზე, იმ სამშობლოზე, სადაც რამდენიმე წლის წინ მოხდა გენოციდი და დეპორტირება. ერთ-ერთი ძლიერ სახელმწიფოდ, რომლის ფართობი უნდა ყოფილიყო  160 ათასი კვადრატული მეტრი. ”ორ ათეულმა ქვეყანამ ხელი მოაწერა დოკუმენტს. კოლონიური სისტემის დაშლის შემდეგ, გაჩნდა ათობით ახალი ქვეყანა, რომლებიც გახდნენ სევრის პაქტის მონაწილე მხარეები, რითაც  დასტურდება სომეხი ერის უფლებების დასავლეთ სომხეთზე”, – თქვა მელქონიანმა.

მან აღნიშნა, რომ მოსაზრება, რომ სევრის პაქტი არ იქნა რატიფიცირებული ხელმომწერი ქვეყნების მიერ, მათ შორის სომხეთის მიე და ეს ნიშნავს, რომ მან დაკარგა ძალა, არ შეესაბამება სინამდვილეს.

”სევრის პაქტი არ იქნა რატიფიცირებული ხელმომწერი ქვეყნების მიერ, მათ შორის სომხეთის რესპუბლიკის მიერ, რადგან თურქეთ-სომხური ომი 1920 წელს დაიწყო. იგი დასრულდა სექტემბრის ბოლოს, სომხეთისთვის მტკივნეული დამარცხებით, 3 დეკემბერს ალექსანდროპოლის ხელშეკრულებით. ამ გაგებით, ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ მას არ აქვს სამართლებრივი ძალა, მაგრამ აქ პრობლემა სხვაგვარადაა. ხელშეკრულების მე -6 ნაწილის 88-93 მუხლები მთლიანად ვრცელდება სომხეთზე. 89-ე მუხლის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა უნდა გაეხაზა თურქეთ-სომხეთის საზღვარი, რომელიც უნდა შესულიყო ტრაპიზონის, ერზრუმის, ბიტლისისა და ვანის პროვინციების უმეტესი ნაწილი, ანუ სომხეთს უნდა ჰქონოდა ზღვაზე გასასვლელი. თუმცა, ეს არ განხორციელებულა, რადგან, სამწუხაროდ, 1920 წელს შემოდგომაზე  საერთაშორისო ვითარება მკვეთრად შეიცვალა, საბჭოთა რუსეთმა შეძლო გამოსულიყო სამოქალაქო ომიდან,  და დაუახლოვდა სევრის ხელშეკრულესბი მოწინააღმდეგე თურქეთან. და საერთო ანტიანტანტური ფრონტის საფუძველზე ადგილი ჰქონდა საბჭოტა ქემალურ კავშირს“, -აღნიშნა ისტორიის ინსტიტუტის დირექტორმა.

რუსეთისა და ქემალისტური თურქეთის დაახლოებამ განაპირობა ის, რომ 1920 წელსრუსეთმა ტანხმობა მისცა თურქეთს ტავს დასხმოდა სომხეთის რესპუბლიკას და თურქული ჯარსი გაესაბჭოებინა ის,  მაგრამ ამას არ გამოუწვევია ევრის სამშვიდობო ხელშეკრულების გაუქმება.

”სევრის ხელშეკრულების 89-ე მუხლი იყო საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. ის ძალაში უნდა შესულიყო რატიფიკაციის გარეშე. თურქეთი ვალდებული იყო დაუყოვნებლად და უპირობოდ მიიღოს ეს დოკუმენტი, რადგან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სულაც არ ნიშნავს ამა თუ იმ  ქვეყნის მიერ რატიფიკაციას. 1920 წლის 22 ნოემბრიდან დღემდე, ის ძალაში რჩება საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით. დე იურე, სომხეთ-თურქეთის საზღვარი არა ახურიანი- არაქსის ხაზია, არამედ სინამდვილეში არის საზღვარი, რომელიც მოიცავს ტრაპიზონის, ერზრუმის, ბიტლის, ვანის პროვინციების დიდ ნაწილს. ”დასავლეთ სომხეთის 90 ათასი კვადრატული მეტრის ფართობით, აღმოსავლეთ სომხეთის 70 ათასი კვადრატული მეტრით, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის ჩათვლით”, – თქვა მელქონიანმა.

”შემთხვევითი არ არის, რომ ანტანტის ქვეყნები თურქეთთან ცუდი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის შემთხვევაში  დროდადრო ამ დოკუმენტს აყენებენ დღის წესრიგში, შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი დე ფაქტო სომეხ-თურქეთის საზღვარი არ არის კანონიერი სამართლებრივი თვალსაზრისით, კანონიერია ვუდრო ვილსონის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით  დაგეგმილი თურქეთ-სომხეთის საზღვარი ”, – განაცხადა აშოტ მელქონიანმა.

არსებობს მოსაზღება, რომ სევრის სამშვიდობო ხელშეკრულებიდან გავიდა 100 წელი და ის ამოიწურა, მაგრამ როგორც მელქონიანმა თქვა ეს არასწორი მოსაზრებაა, რადგან ხელშეკრულების არცერთ ხელმომწერ ქვეყანას სევრის პაქტი ბათილად არ გამოუცხადებია.

„ამ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი ვადის შესახებ, რაიმე ახალი დოკუმენტი ჯერ მიღებული არ ყოფილა, რაიმე განცხადება არ ყოფილა სევრის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა, ასე რომ 100 წლის შემდეგაც ის კვლავ აქტუალურია“, –  თქვა მელქონიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button