საზოგადოება

სომხეთმა მესამე ჰუმანიტარული თვითმფრინავი გააგზავნა ლიბანში

სომხეთის რესპუბლიკიდან ლიბანის მთავრობას ჰუმანიტარული დახმარების მქონე მესამე თვითმფრინავი ლიბანში ჩავიდა.  როგორც “არმენპრესი” იუწყება, ლიბანში გაგზავნილი 12 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება მოიცავს საკვებს, ტექსტილის ნაწარმს, კომპიუტერულ აღჭურვილობას, მედიკამენტებს.

ლიბანში გაგზავნილი დახმარების ნივთები შეირჩა მასპინძელი ქვეყნის საჭიროებების მიხედვით.

პირველი რეისი სომხეთიდან გავიდა 8 აგვისტოს, მეორე კი 9 აგვისტოს, არცახელი ხალხის სახელით. თვითმფრინავებს ლიბანში ჰუმანიტარული დახმარება მიჰქონდათ, მათ შორის მედიკამენტები და სამედიცინო  საშუალებები, ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს აფეთქების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.

ნახეთ მეტი
Back to top button