სომხეთს აქვს შანსი, რომ საუკეთესო მდგომარეობა ჰქონდეს შემოდგომაზე კოროვირუსული თვალსაზრისით. ფაშინიანი

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა განიხილეს მსოფლიოსთვის შეშფოთების ნომერ პირველი თემა – კორონავირუსი და მისი შედეგები. საუბარი შეეხო პრობლემების შესაძლო გადაწყვეტას.
სომხეთს აქვს შანსი, რომ შემოდგომაზე ჰქონდეს მსოფლიოში საუკეთესო მდგომარეობა. ასეთი მოსაზრება გამოთქვა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრეზიდენტ არმენ სარგსიანთან რეზიდენციაში სამუშაო შეხვედრის დროს, რომელიც ეხებოდა კორონავირუსის მდგომარეობას.
”სამწუხაროდ, კორონავირუსის გამო დაღუპულთა დიდი რაოდენობა გვაქვს, თუმცა ჩვენ ვაფიქსირებთ დაავადებულთა მრუდის ძალზე სერიოზულ უწყვეტ ვარდნას . დღეს ჩვენ ვაკონსერვებთ საავადმყოფოებს, თანაც ვეუბნებით, რომ არ არსებობს გარანტია, რომ ეს რიცხვები არ გაიზრდება ჩვენი ინდივიდუალური ქცევის გამო,” – აღნიშნა ფაშინიანმა.
მისი თქმით, ეკონომიკაში არის პრობლემები, რისთვისაც ისინი ცდილობენ იპოვონ დარგობრივი გადაწყვეტილებები. მთავარი ამოცანაა სამუშაო ადგილების დაცვა და გაზრდა.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ამ პერიოდში ორი რამ დარეგისტრირდა: შეზღუდვებმა არ მოიტანა სასურველი შედეგი, მეორეც, აპრილში 70,000 სამუშაო ადგილი დავკარგეთ. სამაგიეროდ, ივნისში, 50,000 სამუშაო ადგილი უკვე აღდგენილია, ივლისში კი სამუშაო ადგილების რაოდენობა ოდნავ მეტი იყო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
პრემიერ-მინისტრის გამოსვლის საპასუხოდ, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მათი შეფასებები ემთხვევა. პრეზიდენტის თქმით, არსებობს ეკონომიკის სექტორები, რომლებიც ამ პროცესს ძალიან ძნელად მიიღებენ, მათ სახელმწიფოსა და მთავრობის მხარდაჭერა დასჭირდებათ.
”არის სამუშაო ადგილთან დაკავშირებული პრობლემები, და მასთან დაკავშირებული დემოგრაფიული პრობლემები. ადამიანებს, რომელთა სამუშაო ადგილი მრავალი წლის განმავლობაში იმყოფებოდა სომხეთის ფარგლებს გარეთ, ამის შესაძლებლობა არ აქვთ. ადამიანები, რომლებსაც სამსახური ჰქონდათ დღეს, გუშინ, წინა დღეს, დღეს ეს არ აქვთ. ”ამიტომ, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი საერთო ძალები ამ პრობლემების გადასაჭრელად”, – აღნიშნა სარგსიანმა.
სარგსიანმა აღნიშნა, რომ ის მზად არის მხარი დაუჭიროს ყველაფერს არამხოლოდ კონსტიტუციის ფარგლებში, არამედ როგორც სომეხი თავისი შესაძლებლობებით, კავშირებით, გამოცდილებით და რჩევებით.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთ დღეში დადასტურდა კორონავირუსის დაავადების 160 ახალი შემთხვევა. 11 აგვისტოს 11:00 საათისთვის დადასტურდა კორონავირუსის დაავადების 40.593 შემთხვევა, რომელთაგან 803 გარდაიცვალა.