საზოგადოება

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა კვლავ გაგრძელდება ერთი თვით

სომხეთში 2020 წლის 16 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა, რომელიც რამდენჯერმე იქნა გახანგრძლივებული, ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდა 11 სექტემბრის 17:00 საათამდე. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს მთავრობის სპეციალურ სხდომაზე.

”ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავაგრძელოთ საგანგებო მდგომარეობა. იმედი გვაქვს ბოლოჯერ“,- თქვა  პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სხდომის დროს სიტყვით გამოსვლისას.

ნიკოლ ფაშინიანმა ასევე დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილების ძალით დღეს, ეროვნულ ასამბლეაში სპეციალური სხდომა მოიწვევა.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 12 აგვისტოს, 17:00 საათზე უნდა ამოწურულიყო.

ნახეთ მეტი
Back to top button