ქართველი და სომეხი დიზაინრების ერთობლივი წარმატება
რუსეთში ცნობილმა სომეხმა დიზაინერმა ალექსანდრ სირადეკიანმა უჩვენა ლონდონელი ქართველი დიზაინერის დევიდ კომასთან (კომახიძესთან) ერთობლივი მუშაობის შედეგი. ახალი ჩვენების ფოტოები ბრიტანული “Vogue” – ის გვერდებზე გამოჩნდა.
”ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ გვაქვს ახალი ამბები ლონდონიდან. ჩვენი ფეხსაცმელი გახდა დავიდ კომას კომპანიის მტავარი გმირი აგვისტოს “Vogue”-ს ნომერში. ”დიდი მადლობა დავითს ნდობისთვის”, – ასეთი ჩანაწერი გააკეთა სირადეკიანმა Instagram- ის გვერდზე.
დევიდ კომა არის ახალგაზრდა და პერსპექტიული დიზაინერი, რომლის კოლექციებს ახასიათებთ ფუტურისტული და ოდნავ ეპიტაფიური სტილი. ბრენდის უახლესი კოლექციების განმასხვავებელი ნიშნებია მკაცრი ასიმეტრია, ნათელი, კონტრასტული ჩრდილების კომბინაცია და ექსპრესიული დეკორი.
უფრო ადრე დიზაინერმა ალექსანდრ სირადეკიანმა NEWS.am STYLE- ს განუცხადა, თუ როგორ მოვიდა იგი მოდის სამყაროში და როგორ შეიქმნა მისი “სამყარო საზღვრების გარეშე” კოლექცია, სხვადასხვა ქვეყნის დროშების მოტივებზე შექმნილმა ფეხსაცმელმა დიდი აჟიოტაჟი გმოიწვია.