კორონავირუსის შემამსუბუქებელი პროგრამებისთვის 144 მილიარდი დრამი გამოიყო

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ დადგენილი სხვადასხვა დახმარების პროგრამით, კოროვირუსების სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შესამსუბუქებლად, სულ 144 მილიარდი დრამი (1დოლარი დაახლოებით 480 სრ დრამის ტოლფასია ) გამოეყო მოქალაქეებსა და ბიზნესს.
“ამ 144 მილიარდი დრამიდან, დაახლოებით 92.4 მილიარდი დარიცხული იქნა საბანკო სისტემის მიერ, 26.2 მილიარდი დრამი იქნა მიწოდებული, როგორც სხვადასხვა დახმარება სხვადასხვა ბენეფიციარისთვის. დაახლოებით 17.5 მილიარდი დრამი მიიღო მთავრობამ, როგორც უშუალო მხარდაჭერა, ხოლო 9 1.9 მილიარდი დრამი, როგორც სესხი”, – თქვა ავინიანმა.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, მთავრობა ამჟამად განიხილავს ეპიდემიით დაზარალებული ბიზნესის დახმარების საკითხს საზოგადოებრივი კვების სფეროში.
უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის 16 მარტიდან სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ განახორციელა საგანგებო მდგომარეობისა და ეკონომიკური შეზღუდვების შედეგად დაზარალებულ სექტორებში ჯამში 22 დახმარების პროგრამა ბიზნესის და თანამშრომლებისთვის.