საზოგადოება

კორონავირუსი. ლარსის დახურვის საჭიროება არ არის

,,Armradio.am“ წერს, რომ ”საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სიტუაცია შეიძლება კონტროლიდან გავიდეს”, – აცხადებენ ქვეყნის ეპიდემიოლოგები, კომენტარს აკეთებენ სვანეთსა და ყაზბეგში არსებულ აფეთქებებზე. სვანეთის მაღალმთიანეთში მკაცრი კონტროლია, ცნობილი ტურისტული მესტია საკარანტინო ზონად იქცა.

რაც შეეხება ზემო ლარსის საკითხს, ქვეყნის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ათზე მეტი ინციდენტის შემდეგ, ამ დროისთვის არანაირი შეზღუდვა არ დაწესდება საქართველო-რუსეთის საზღვარზე.
სიტუაცია ქართულ-რუსულ ერთადერთ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, ყაზბეგი-ზემო ლარსი, კონტროლირებადია. ამის შესახებ დღეს განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, კომენტარი გააკეთა რა გავრცელებულ ჭორებთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ზემო ლარსზე დაწესდეს შეზღუდვები.

”გავრცელდა ჭორები, რომ მთავრობა აპირებს ყაზბეგზე შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ ამ ეტაპზე აქ  ვირუსის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ”დღეს, ყაზბეგში, ისევე როგორც ლარსის გამშვებ პუნქტზე, ეპიდემიური მდგომარეობა სრულ კონტროლს ექვემდებარება”.
ქართულ-რუსულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე შეზღუდვების შესახებ ჭორები გავრცელდა მას შემდეგ, რაც ტესტებმა დაადგინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 თანამშრომელი ბოლო დღეებში ადგილზე მუშაობის დროს დაინფიცირდა კორონავირუსით. მათგან 7 არის საგუშაგოს თანამშრომლები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყველა სახმელეთო საზღვარი, როგორც ზემო ლარსი, რომელიც სომხეთს რუსეთთან აკავშირებს საქართველოს ტერიტორიით, დახურულია. ეს საგუშაგო ღიაა მხოლოდ სატვირთო ტრანსპორტირებისთვის. სხვათა შორის, ბოლო დროს საქართველოში კოროვირუსული შემთხვევების რიცხვი იზრდება მხოლოდ იმ სატვირთო მძღოლების ხარჯზე, რომლებიც საგუშაგოზე გადიან ტესტირებას.


რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი კორონავირუსით დაავადების კერა აღმოჩნდა სვანეთში. ეს მაღალმთიანი რეგიონი, რომელიც ამ დღეებში გახდა ადგილობრივი ტურისტების მთავარი მიმართულება, გადაიქცა საკარანტინო ზონად, შემთხვეები მატულობს. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის,   დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით,პანიკის საფუძველი არ არსებობს.

”მსოფლიოში კვლავ რჩება ეპიდემია, რომლის ნაწილიც საქართველოა. მაგრამ საქართველოს  ვირუსთან მარტო ბრძოლა არ შეუძლია. ”დღეს საქართველოში ვითარება კონტროლის ქვეშ იმყოფება. პანიკა არ არის საჭირო, მაგრამ მკაცრად უნდა დაიცვან ეპიდემიის საწინააღმდეგო წესები.”
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ “Radiolur” – ს განუცხადა, რომ ქვეყანა ეპიდემიის პირველივე დღიდან მოემზადა კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი ზრდისთვის.

”რა თქმა უნდა, ჩვენ შევიმუშავეთ რამდენიმე სცენარი. უკვე დადასტურდა, რომელ საავადმყოფოებს შეუძლიათ ინფიცირებულების მიღება, რამდენ საწოლს მიიღებენ ქვეყანაში და ა.შ. ისინი მუშავდება, იმედი მაქვს, რომ არ იქნება ამის საჭიროება․ ჯერ კიდევ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში მდგომარეობა ცუდი არ არის”.
ამ დროისთვის, კორონავირუსული შემთხვევების რაოდენობა საქართველოში 1278-ია. ინფექციის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი.
ეპიდემიის მდგომარეობა ამ ეტაპზე საშუალებას იძლევა სასწავლო წლისთვის მოსამზადებლად, იგი საქართველოში 15 სექტემბერს იწყება. მთავრობამ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საპარლამენტო არჩევნების გადადება არ არის საჭირო. ის დაგეგმილია 31 ოქტომბერს.

ნახეთ მეტი
Back to top button