საზოგადოება

მოზამბიკმა ოფიციალურად დაადასტურა. ამიაკის სელიტრით სავსე ტვირთი, რომელიც აფეთქდა ბეირუთში საქართველოდან მოზამბიკში მიემგზავრებოდა.

,,News.am” წერს, რომ მოზამბიკმა უარყო პასუხისმგებლობა ბეირუთში მომხდარი აფეთქების გამო, იტყობინება AFP, მოზამბიკის მთავრობის წარმომადგენლის დამოწმებით. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამიაკის სელიტრა, რომელიც აფეთქდა ბეირუთის პორტში, მოზამბიკში გადაჰქონდათ.
მთავრობის წარმომადგენლის თქმით, მოზამბიკი უარყოფს თავის პასუხისმგებლობას, რადგან პრობლემა ამიაკის სელიტრა კი არ იყო, არამედ შენახვის არაკეთილსასურველი პირობები.
2750 ტონა სელიტრა  2013 წელს შეუკვეთეს საქართველოში, მაგრამ ტვირთმა მომხმარებლამდე ვერ მიაღწია, განმარტა მოზამბიკურმა კომპანიამ Fabrica de Explosivos de Mocambique (FEM), რომელიც ასაფეთქებელ ნივთიერებებს აწარმოებს სამთო სამუშაოებისათვის, იუწყება DW.
უფრო ადრე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამიაკის სელიტრით ტვირთი 2014 წელს ჩამორთმეულ იქნა მოლდოვური დროშის გემიდან Rhosus-დან, რომელიც ბათუმიდან მოზამბიკში მიემგზავრებოდა. 2013 წელს, პრობლემების გამო, ტვირთი დაუგეგმავად შეჩერდა ბეირუთში, სადაც მოხდა მისი კონფისკაცია და ამიაკის სელიტრა შენახული იქნა ნავსადგურის ერთ-ერთ საწყობში. გემი იმ დროს კვიპროსის კომპანია Teto Shipping-ის საკუთრებაში იყო, ხოლო დე ფაქტო მფლობელი იყო კვიპროსის მაცხოვრებელი, ხაბაროვსკში დაბადებული ბიზნესმენი იგორ გრეჩუშკინი.
შეგახსენებთ, რომ 4 აგვისტოს ბეირუთის პორტში მოხდა აფეთქება, რომლის მასშტაბები 3.3 ბალიანი მიწისძვრის ტოლი იყო.  დაიღუპა 160 და დაშავდა 6000-ზე მეტი ადამიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button