
,,TERT.AM“ წერს, რომ ეროვნული ასამბლეის სპეციალურ სხდომაზე, “ნათელი სომხეთის” ფრაქციის ხელმძღვანელმა ედმონ მარუქიანმა რამდენიმე შეკითხვით მიმართა მთავარ მომხსენებელს, კომენდანტს ტიგრან ავინიანს. ის დაინტერესდა, კომენდანტმა ან პრემიერ-მინისტრმა მოლაპარაკებები დაიწყეს თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, სომხეთში სომხეთის მოქალაქეების სახმელეთო გზით პირადი მანქანებით ჩამოყვანაზე.
მისი შემდეგი კითხვა იყო კომენდანტმა ან პრემიერ-მინისტრმა მოლაპარაკებები დაიწყეს თუ არა რუსეთის პრეზიდენტთან, რათა სომხეთში ათასობით მიგრანტ მუშაკს შეეძლოს რუსეთში წასვლა სამუშაოდ, სადაც მათ ჰქონდათ მათი სამუშაო ადგილები. ამასთან, მარუქიანმა შეახსენა, რომ ზუსტად ერთი თვის წინ, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების დროს, ავინიანმა აღნიშნა, რომ კანონებში უნდა მოხდეს შესაბამისი ცვლილებების შეტანა, რათა საგანგებო მდგომარეობა არ გახანგრძლივდეს. ”რა იყო იმის მიზეზი, რომ არ შევიტანეთ ცვლილებები ამ კანონებში გასულ თვეში?” – ჰკითხა მან.
ავინიანმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ საჯაროდ გამოთქვა მზადყოფნა, გახსნას ორმხრივი საზღვრები, და ინდივიდუალური მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ”ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ამ მიმართულებით. ”რუსეთთან მუშაობა მიმდინარეობს ორმხრივი საზღვრების გასახსნელად და შემდგომი მოგვარებისთვის”, – თქვა მან.
რაც შეეხება საქართველოს, ამ ეტაპზე არ არის მოლაპარაკება მათთან საზღვრების გახსნის შესახებ. ”ეს დაკავშირებულია წმინდა ეპიდემიასთან, ვფიქრობ, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ მოლაპარაკების ეტაპზე. იგივეა ირანთანაც. ”მოლაპარაკებები არ არის, მაგრამ ეპიდემიის შემდგომი გაუმჯობესების შემთხვევაში, მსოფლიოში კოროვირუსული ინფექციის შემდგომი შემცირების შემთხვევაში, ვფიქრობ, ამ საკითხებზე იმსჯელებენ.” – თქვა მან.
რაც შეეხება სომხეთის მოქალაქეების საქართველოდან პირადი მანქანებით დაბრუნებას, ავინიანმა თქვა, რომ წარსულში იყო ავტობუსების ტრანსფერი, რომელიც ჩვენი საკონსულოს მუშაობის წყალობით იყო ორგანიზებული. ”ზოგადად, თქვენი წინადადება მინიმუმ განსახილველია. ”თუ ეს ერთი ან ორი დღის საკითხია, იგი განხილვის და მოლაპარაკების საგანი შეიძლება გახდეს ქართველ კოლეგებთან”, – აღნიშნა მან.
შეეხო რა კანონების შემუშავების საკითხს, ავინიანმა აღნიშნა, რომ ამ პროექტებს საბოლოო სახე აქვს. ”როდესაც ვთქვი, რომ საგანგებო მდგომარეობა არ გახანგრძლივდება, წინაპირობაა, რომ კანონპროექტებს განიხილავს ეროვნული ასამბლეა, შესაბამისად, კანონმდებლობით რეგულაციებით საგანგებო სიტუაციების მართვის რეჟიმზე გადავალთ. ჩვენ უკვე განხილვის ბოლო ეტაპზე ვართ. აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში ეროვნული ასამბლეა განიხილავს ამ პაკეტებს”, – აღნიშნა მან.