მთავარისაზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ათი პაციენტი

,,პირველი არხი” წერს, რომ საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 283 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ათი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 068-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 718 მოქალაქე.

ნახეთ მეტი
Back to top button