მთავარისაზოგადოება

სომხეთის რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე შეკრებებისა და გაფიცვების აკრძალვა მოხსნილია. რ. ბადასიანი

,,TERT.AM“ წერს, რომ სომხეთის რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე შეკრებებისა და გაფიცვების აკრძალვა მოხსნილია, რომელიც შეიცვალა ნებართვით, მაგრამ  გარკვეული წესების დაცვის პირობით. ამის შესახებ მთავრობის საგანგებო სხდომაზე საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხის განხილვის დროს განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რუსტამ ბადასიანმა.

”კერძოდ, კომენდანტის მიერ დადგენილი წესით მოთხოვნების შესაბამისად, აუცილებელია ნიღბის ტარება,  სოციალური დისტანციის შენარჩუნება მინიმუმ 1.5 მეტრის დაშორებით”, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეიმჩნევა ინფექციის ზრდის ტემპის შემცირება, მაგრამ მაღალია ინფექციის გამო  სიკვდილიანობის და გავრცელების მაჩვენებლები. ”ის გარემოებები, რამაც გამოიწვია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, დღემდე შენარჩუნებულია. ეს არის საგანგებო მდგომარეობის მე -5 გახანგრძლივება”, – აღნიშნა მან.
სხვა შერბილებებთან დაკავშირებით, ბადასიანმა აღნიშნა, რომ პირველ რიგში, მოხსნილია აკრძალვა სრ მოქალაქეობის არმქონე პირების  სომხეთის რესპუბლიკაში შესვლაზე, ამავე დროს გათვალისწინებულია, რომ თუკი პირის მიმართ არ არის გამოყენებული ჰოსპიტალიზაცია, სომხეთის რესპუბლიკაში შესვლისთანავე, ეს უკანასკნელი თვითიზოლირდება 14 დღის განმავლობაში. ”თუმცა, არსებობს ერთი ინოვაცია – შესაძლებელია ტესტირების ჩატარება 14 დღის განმავლობაში, უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, იცვლება თვითიზოლაციის რეჟიმი”, – ხაზი გაუსვა ბადასიანმა. მისივე ცნობით, შერბილებულია შეზღუდვები საოჯახო ცერემონიების ორგანიზებაზე, ჩატარებასა ან მონაწილეობაზე, გასართობი ღონისძიებების ჩატარებაზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ საოჯახო ცერემონიების, გასართობი ღონისძიებების ჩატარების ორგანიზების, გამართვისა და მონაწილეობის უფლება ნებადართულია როგორც ღია, ისე დახურულ ადგილებში, მაგრამ არაუმეტეს 40 მონაწილისა, კომენდანტის გადაწყვეტილებებით განსაზღვრული უსაფრთხოების წესების დაცვით.
აღმოფხვრილ იქნა საბაჟო საზღვარზე საქონლის ტრანსპორტირებაზე შეზღუდვების გამოყენება.

შემდეგ, ბადასიანის თქმით, ინფიცირებულთა გამოვლენის და თვითიზოლაციის მიზნით, ელექტრონული კონტროლის წესში გაირკვა მხოლოდ ინფიცირებულთა, კონტაქტში მყოფთა და თვითიზოლაციაში მყოფთა ნაწილით  შესაბამისი მონაცემების მიღების შესაძლებლობა არა უმეტეს 14 დღის განმავლობაში.

ნახეთ მეტი
Back to top button