
რუსეთი სომხეთის სტრატეგიული მოკავშირეა ყველა სფეროში, კერძოდ, ეკონომიკასა და უსაფრთხოებაში, ხოლო ევროკავშირთან ხელი მოაწერა “ყოვლისმომცველ და გაფართოებულ პარტნიორობის ხელშეკრულებას”. ასე უპასუხა სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა BBC HardTalk პროგრამის წამყვანი სტივენ საქურის კითხვაზე, რომელ გზას აირჩევს სომხეთი საბოლოოდ, რუსეთს თუ დასავლეთს?
”რუსეთი ათწლეულების განმავლობაში სომხეთის პარტნიორია, ხოლო ევროკავშირი გვეხმარება რევოლუციის შემდეგ რეფორმების პროგრამების განხორციელებაში. ”სომხეთი ავითარებს ურთიერთობებს ორივე მხარესთან,” – უპასუხა პაშინიანმა.
საქური არ დაკმაყოფილდა პასუხით, მან კიდევ ერთხელ სცადა კონკრეტული პასუხის გამოძალვა სომხეთის პრემიერ-მინისტრისგან, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ ჟურნალისტი ცდილობდა ფაშინიანისგან გაერკვია, თუ როგორ განვითარდება სომხეთის ურთიერთობები ნატო-სთან, თუ მას პრობლემები აქვს თურქეთთან და უკვე შეერთებულ შტატებთანაც.
”შეერთებულმა შტატებმა მოგთხოვათ სანქციების დაწესება ირანის მიმართ, მაგრამ თქვენ ეს არ გააკეთეთ”, – თქვა მან.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი გააგრძელებს ირანთან კარგ ურთიერთობებს ყველა მიმართულებით.
”ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ კეთილმეზობლური ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან”, – თქვა მან.
ამავე გადაცემის ფარგლებში, ფაშინიანმა პასუხი გასცა შეკითხვებს მთიანი ყარაბაღის, რობერტ ქოჩარიანისა და რევოლუციის გაუმართლებელი მოლოდინის შესახებ.