მთავარისაერთაშორისო

საქართველოს მოქალაქეების 80% -ზე მეტს რუსეთის ფედერაცია ქვეყნის მთავარ საფრთხედ მიაჩნია

ქართველების უმეტესობა რუსეთს ქვეყნის ყველაზე დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საფრთხეს უწოდებს. ამის დასტურია აშშ-ს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვა, იუწყება „ინტერფაქსი“.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, ასე ფიქრობს საქართველოს მოქალაქეების 82%.

აღნიშნულია, რომ მოქალაქეთა 62% შეერთებულ შტატებს უწოდებს საქართველოს უახლოეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარტნიორს.

გამოკითხვა ჩატარდა 4 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით 1500 მოქალაქე მონაწილეობდა.

ნახეთ მეტი
Back to top button